მთავარი რჩევები რა უარყოფითი თვისებები აქვს და რა რაოდენობით უნდა მივირთვათ ყავა

რა უარყოფითი თვისებები აქვს და რა რაოდენობით უნდა მივირთვათ ყავა

by guramus

დღეს არსებულ უამრავ სასმელს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არის ყავა. სითხეს ხშირად “ჯადოსნური სასმლის” სახელითაც მოიხსენიებენ, რადგან უამრავი დადებითი თვისება აქვს. ყავა  გვაძლევს საშუალებას დავიწყოთ დღე ენერგიულად, ვიყოთ მოტივირებულები და დავთრგუნოთ ძილის ძლიერი სურვილი.

ექიმები ამბობენ, რომ ისევე, როგორც ყველა დადებითს, ყავასაც აქვს საკუთარი მინუსები, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. ზოგიერთ ადამიანს მიაჩნია, რომ ყავას ლიმიტი არ აქვს და შეუძლია დღის მანძილზე იმდენი რაოდენობით მიირთვას, რამდენის სურვილიც ექნება ანდა ორგანიზმი მოსთხოვს. სინამდვილეში კი ასე არ არის.

ყავის დიდი რაოდენობით მიღება გულის მუშაობისთვის არ არის სასურველი. კოფეინი, რომელსაც ყავა ასე დიდი რაოდენობით შეიცავს, ხშირად სხეულის მოდუნების მთავარი მიზეზი ხდება: იწყება ხელების კანკალი და სისუსტე. ყველაფერთან ერთად, მისი დიდი რაოდენობით მიღება თავის ტკივილს, დაძაბულობას და ნერვიულობას იწვევს.

არ მიიღოთ ყავა, თუ რაიმე ტიპის წამალს სვამთ ან მიირთმევთ ალკოჰოლს.

24 საათის მანძილზე ნუ მიირთმევთ 1-2 ჭიქაზე მეტი რაოდენობის ყავას.

ყავის ზომიერი რაოდენობით მიღება რგება ორგანიზმს: უმჯობესდება გაწყობა, მოტივაცია, ყურადღება დეტალებისადმი. ყავა განსაკუთრებით მათთვისაა მისწრება, ვინც მუშაობს ღამის პერიოდში, ვერ ახერხებს გამოძინებასა და ძალების აღდგენას.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: