მთავარი საკითხავი “ყოველდღიურად მოკვდი, რათა მარადიულად იცოცხლო.” – ანტონი დიდის სწავლებანი ცხოვრების შესახებ

“ყოველდღიურად მოკვდი, რათა მარადიულად იცოცხლო.” – ანტონი დიდის სწავლებანი ცხოვრების შესახებ

by guramus

ანტონი დიდი (კომა, შუა ეგვიპტე, დაახლ. 250-356) წმინდანად წოდებული ქრისტიანი განდეგილი. დაიბადა შეძლებული ქრისტიანი კოპტის ოჯახში. ქონება გლახაკებს დაურიგა და 20 წლისა უდაბნოში წითელი ზღვის ახლოს დასახლდა. ქრისტიანული ეკლესია ანტონი დიდს მონაზვნური ცხოვრების ფუძემდებლად მიიჩნევს. უწოდებენ ”მონაზვნების მამას”.


დაინდეთ ერთმანეთი და უფალი დაგინდობთ.


სიტყვა გონების მსახურია, რადგან გონებას რაც ნებავს, სწორედ იმას განმარტავს სიტყვა.


თავს ნუ აღიმაღლებ საკუთარი საქმეებით, როგორიც არ უნდა იყოს ისინი.


იყავი ბრძენი და მათი ბაგეები, ვინც შენზე ცუდს ამბობენ, მდუმარებით დააცხრე და არა – მრისხანებითა და ლანძღვით.


გონება ყველაფერს ხედავს, – იმასაც, რაც ცაშია, – და არაფერი აბნელებს მას, თუ არა მხოლოდ ცოდვა, ხოლო განწმენდილისთვის არაფერია ჩაუწვდომელი, ისევე როგორც სიტყვისთვის – გამოუთქმელი.


ყოველდღიურად მოკვდი, რათა მარადიულად იცოცხლო.


ყველას ნუ გაუმჟღავნებ შენს აზრებს, არამედ მხოლოდ მათ, რომლებსაც შენი სულის მკურნალობა ძალუძთ.


ნუ გექნება ნაცნობობა მზაკვარ ადამიანთან. მზაკვართან მეგობრობა ეშმაკთან მეგობრობას ნიშნავს.


თუ ვინმე რაიმე ცოდვას დაგაყვედრებს, რაც არ ჩაგიდენია, თავი დაიმდაბლე მაყვედრებლის წინაშე და უხრწნელ გვირგვინს მიიღებ.

მსგავსი სტატიები:

ფერწერული ტილოები, რომლებიც საიდუმლოებებს საუკუნეებია მალავენ

ამ პატარამ დედას მასწავლებლის წერილი მიუტანა და აატირა… მხოლოდ წლების შემდეგ გაიგო მან სიმართლე

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: