მთავარი საკითხავი პაულო კოელის 10 გენიალური ციტატა წიგნიდან ალქიმიკოსი

პაულო კოელის 10 გენიალური ციტატა წიგნიდან ალქიმიკოსი

by guramus

ცხოვრება იმით არის საინტერესო, რომ ერთ დღეს შეიძლება ყველა სიზმარი ახდეს.


როცა რაღაც გულით გწადია, მთელი სამყარო გეხმარება სურვილის ასრულებაში.


როცა გიყვარს, ყველაფერი უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.


როცა შენს ირგვლივ ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ, როგორღაც თავისთავად ხდება, რომ ისინი შენს ცხოვრებაში იჭრებიან, მერე კი თანდათან იმას ცდილობენ, რომ როგორმე შეგცვალონ და თუ მათი სურვილისამებრ არ შეიცვლები, ბრაზდებიან. ყოველმა მათგანმა ხომ ზუსტად იცის როგორ უნდა იცხოვრო ამ ქვეყნად, ოღონდ რატომღაც საკუთარი ცხოვრება ჯერ ვერ აუწყვიათ.


– რა არის ამქვეყნად ყველაზე დიდი ტყუილი? -ტყუილია, რომ რაღაც მომენტში ჩვენი ცხოვრება ჩვენ აღარ გვემორჩილება და მას ბედისწერა მართავს.


გირჩევთ წაიკითხოთ

10 წიგნი, რომელიც ჭამასაც დაგავიწყებთ


ამქვეყნად ერთადერთი დიადი ჭეშმარიტება არსებობს: იმისდა მიუხედავად, ვინ ხარ და რას აკეთებ, თუკი ნამდვილად ესწრაფვი რაღაცას, აუცილებლად მიაღწევ კიდეც, რადგან ეს სურვილი სამყაროს სულშია ჩასახული. და სწორედ ეს არის შენი დანიშნულება ამქვეყნად.


მეც სხვებს ვგავარ: სასურველს რეალობად მივიჩნევ და სამყაროს ისეთს კი არ ვხედავ როგორიც არის, არამედ ისეთს, როგორიც მე მინდა რომ იყოს.


რაც უფრო შორს მიჰყვები საკუთარ გზას, მით მეტად განსაზღვრავს ის შენს ცხოვრებას.


ყველა თავისებურად სწავლობს. ჩემთვის მისი გზაა მიუღებელი, მისთვის კი-ჩემი, მაგრამ ორივე საკუთარ გზას ვეძებთ და თუნდაც ამისთვისაა პატივისცემის ღირსი.


სიყვარული ხელს არ უშლის ადამიანს, საკუთარ გზას ეწიოს. თუ შეუშალა, მაშინ ის სიყვარული არ ყოფილა ჭეშმარიტი, არ ყოფილა ის რაც საერთო ენაზე ლაპარაკობს.


გირჩევთ წაიკითხოთ:

ჯემალ ქარჩხაძის 10 გენიალური ციტატა


10 წიგნი, რომელიც ჭამასაც დაგავიწყებთ