მთავარი რჩევები რა დაავადებებს კურნავს კაკლის უღელი?

რა დაავადებებს კურნავს კაკლის უღელი?

by guramus

კაკლის უღელი იოდის ნამდვილი საბადოა. როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, იგი სავსებით საკმარისია ორგანიზმში იოდის ნაკლებობის შესავსებად.

იოდნაკლებობა შეიძლება ისეთი სერიოზული დაავადებების მიზეზი გახდეს, როგორებიც არის ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის შეფერხება, მასტოპათია, მიომა, პროსტატის ადენომა.

ხშირად იოდის ნაკლებობას შემდეგი სიმპტომები ახასიათებს: იწყება საერთო სისუსტით, თითების კანკალით და საბოლოოდ ნერვულ სისტემას ანგრევს.

იოდის ნაკლებობა ძირითადად ორსულებში, ხანშიშესულებში და მეძუძურ ქალებში არის გავრცელებული.

იოდნაკლებობის დიაგნოსტირება რთული არ არის – ძილის წინ მხარზე იოდის რამდენიმე ხაზი გაიკეთეთ ბამბით და თუ დილით მისი კვალის პოვნა გაგიჭირდათ (ან საერთოდ ვერ აღმოაჩინეთ) – ფაქტია, რომ პრობლემა გაქვთ.

სწორედ ამ დროს გჭირდებათ კაკლის უღელი, რომელიც, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, უებარი საშუალებაა.

მომზადების წესი:

ნახევარი ჭიქა კაკლის უღელი ჩაყარეთ ემალის ქვაბში, დაასხით 2 ჭიქა ცივი წყალი და მიიყვანეთ დუღილამდე. ჩაუწიეთ და 10 წუთი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. გაციებული ნახარში გადაწურეთ და თითო ყლუპი დღეში სამჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე მიიღეთ.

მიღების ხანგრძლივობა 1-დან 4 კვირამდე მერყეობს. შედეგად, თქვენი საერთო მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება, სულიერ წონასწორობას აღიდგენთ, ნივთიერებათა ცვლა მოგიწესრიგდებათ და ა.შ.

კაკლის უღლის ნახარშს ხალხური მედიცინა პროსტატის ადენომის და საკვერცხის კისტის სამკურნალოდ გირჩევთ.

მომზადების და მიღების წესი:

2 ს.კ. კაკლის უღელს დაასხით 1.5 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 20 წუთის მანძილზე დაბალ ცეცხლზე. შემდეგ დააყენეთ 1 საათის მანძილზე. მიიღეთ დღეში 3-ჯერ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: