მთავარი საკითხავი “ბედნიერებისათვის საჭიროა სიყვარული, საჭმელი და სექსი”-მერილ სტრიპი

“ბედნიერებისათვის საჭიროა სიყვარული, საჭმელი და სექსი”-მერილ სტრიპი

by guramus

გთავაზობთ ლეგენდარული მსახიბის ცხოვრებისეულ აზრებს, რომლებიც ინტერვიუებიდანაა ამოღებული.

  • ” ბოლო დროს ცოტა თავის დაფასება ვისწავლე. ცხოვრებაში იმ ეტაპს მივაღწიე, როცა აღარ მინდა დრო ვკარგო იმაზე, რაც არ მომწონს და ტკივილს მაყენებს. ვეღარ ვუძლებ ცინიზმს, წრეგადასულ კრიტიკასა და რაიმე სახის ძალდატანებას. არავითარი სურვილი აღარ მაქვს, თავი მოვაწონო მათ, ვისაც არ მოვწონვარ. მიყვარდეს ისინი, ვისაც არ ვუყვარვარ და ვუღიმოდე მათ, ვისაც ჩემთვის ღიმილი არ ემეტება. წუთიც აღარ მემეტება მათთვის, ვინც მატყუებს და ცდილობს ასეთნაირად მმართოს. გადავწყვიტე, ახლოს აღარ გავიკარო ყალბი ადამიანები, ფარისევლები, უსინდისოები და იაფფასიანი მლიქვნელები. ვერც სანახევრო ერუდიციას ვიტან და ვერც აკადემიურ კუდაბზიკობას;ჭორაობასაც ვეღარ ვეგუები. მძულს კონფლიქტები და ურთიერთჯიბრი. მჯერა, რომ ქვეყნად მართლაც არსებობს პოლარული საწყისები სიკეთე და ბოროტება და ამიტომაც ვარიდებ თავს სასტიკ და უხეშ ადამიანებს.

    მეგობრობაში ღალატსა და ორგულობას ვერ ვიტან, ვერ ვეწყობი მათ, ვისაც საქებარი სიტყვა არ ემეტება სხვისთვის და ვინც არასდროს გაგამხნევებს. გადაჭარბებული ყველაფერი მაღიზიანებს და არც მათთან შემიძლია ურთიერთობა, ვისაც ცხოველები არ უყვარს. მოკლედ, არავითარი სურვილი აღარ მაქვს, ვუთმინო მათ, ვინც ჩემგან ამას არ იმსახურებს.”

  • “შრომა წარმატების მთავარი იარაღია. მე მინახავს ქალები, რომლებმაც ღამეების თენებით ყველა ოცნება აიხდინეს.”
  • “მთავარი პოპულარობა არ არის, მთავარი ისე ცხოვრებაა, არ შეგრცხვეს შენი გადადგმული ნაბიჯების ერთობლიობის.”
  • ” რა არის ბედნიერება? ალბათ  სიყვარული, გემრიელი საჭმელი და სექსი.”
  • “ყველა ქალს უნდა აინტერესებდეს საკუთარი ვიზუალი… როცა კინოში თამაშობ, შენს გარშემო მთელი მსოფლიო იყრის თავს და ეს ყველაფერი ათმაგად საპასუხისმგებლოა.”
  • „იყო შეყვარებული, ეს არაჩვეულებრივია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალგაზრდა ხარ და  არც სიგიჟეების გეშინია.”
  • “ასაკი მხოლოდ ციფრებია.”
  • “ასაკი მემატება და სულ უფრო ხშირად ვფიქრობ, რა იქნება მერე?”

  • “მომწონს, რომ ვბერდები იმიტომ, რომ ახლა ბევრად საინტერესო როლებზე მიწვევენ.”
  • “ჭიქა ღვინო ის არის, რაც ყოველთვის მეხმარება.”
  • “მეუბნებიან, რომ ცხოვრებაში უკეთ გამოვიყურები, ვიდრე ეკრანზე. მადლობა ღმერთს, რომ ასეა და არა პირიქით!”
  • “როცა ახალ როლს ვირგებ, მასში ვიკარგები.”
  • “ბედის მადლობელი ვარ. მგონი, ცუდი ცხოვრება არ მქონია.”