მთავარი ჯანმრთელობა როგორ ვაქციოთ სადა, შავი ტანსაცმელი მდიდრულად

როგორ ვაქციოთ სადა, შავი ტანსაცმელი მდიდრულად

by guramus

ამბობენ, რომ საქართველოში შავი ფერი ძალიან უყვართ. ეს ასეც არის. თუკი ოდესმე ქუჩაში ხალხის მოძრაობას დაკვირვებიხართ, მუქი ფერების სიჭარბეს ნამდვილად იგრძნობდით.

შავი ნადვილად არ არის “პრეტენზიული” ფერი. უფრო მეტიც, ნებისმიერი დროს მარტივი გამოსავალია: აჩენს უკეთეს ტანს, გვიმცირებს წონას, გვიკვეთს სხეულის ფორმებს.  ალბათ გაგიგონიათ ასეთი სტერეოტიპიც, რომ ნებისმიერი ქალის გარდერობში ერთი შავი, სადა კაბა ყველა ვარიანტში უნდა მოიძებნებოდესო…

როგორ გადავახალისოთ შავი ტანსაცმელი და როგორ წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი სხვებზე უკეთ? ამისთვის რამდენიმე მარტივი გზა არსებობს:

  • აქსესუარები: შავ ტანსაცმელზე აქსესუარის სიმკვეთრე ყოველთვის თვალშისაცემია. აირჩიეთ ერთი კონკრეტული ფერი და აქციეთ ის რაიმე დეტალად: მაგალითად, აქცენტი გააკეთეთ საყურეზე, ყელსაბამზე, თმის სამაგრზე და ა.შ. მთლიანად თქვენს კრეატიულობაზეა დამოუკიდებული საკუთარ ვიზუალს რა ინტერპრეტაციას უპოვით.

  • მაკიაჟი: თუ მოდის ბლოგერების აზრს მოვისმენთ, შავ ტანისამოსს ძალიან უხდება მუქი მაკიაჟი. წითელი, კარგად გამოკვეთილი ტუჩები პრეტენზიული, ამბიციური ქალის იმიჯის შეგიქმნით.

  • ჩანთა: ისევე, როგორც აქსესუარების შეთხვევაში, შეგიძლიათ რაიმე პრეტენზიული ფერი აირჩიოთ და აქციოთ ის ჩანთის ფერად. ეს მეტად გაუსვამს ხაზს თქვენს ინდივიდუალობას.
  • ქსოვილი: შავი შავია, მაგრამ აბსოლუტურად თავისუფალი ხართ მისი ნაჭერის გადაწყვეტის დროს. ეცადეთ ხშირად ცვალოთ ის.
  • დეტალები: თუ თქვენ შავ ფერზე გიჟდებით, მაშინ დეტალები მოგცემთ საშუალებას, ერთი მეორესგან განასხვაოთ. მაგალითისთვის, შეგიძლიათ მოიშიშვლოთ ზურგი, ბეჭები, დაუმოკლოთ ან დაუგრძელოთ სამკლაური თქვენი სურვილის და გემოვნების მიხედვით. მიამაგროთ ნაქარგები, აქსესუარები ბაბთები და სხვადახვა მცირე დეტალი.
  • მაქმანი: მაქმანს სიძველის ელფერი შემოაქვს. ასეთ დროს შეგიძლიათ იყოთ თანამედროვეც და ძველი დროის მოყვარულიც. ამისთვის საჭიროა მაქმანებიან შავ კაბას ტყავის ჩანთა მოახდინოთ. ამ უკანასკნელს ტყავის ელემენტები ყველაზე მეტად უხდება.
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: