მთავარი საკითხავი ოტია იოსელიანი მოღალატე, მურთხ კაცებზე… ( ამონარიდი წიგნიდან – ქალი გამოვიდა საღალატოდ)

ოტია იოსელიანი მოღალატე, მურთხ კაცებზე… ( ამონარიდი წიგნიდან – ქალი გამოვიდა საღალატოდ)

by guramus

ოტია იოსელიანი მოღალატე, მურთხ კაცებზე… ( ამონარიდი წიგნიდან – ქალი გამოვიდა საღალატოდ)

“მურთხებს როგორც ფერი და ფორმა არ აქვტ, ასევე არ გააჩნიათ თვალი და ყური, ენა და ყნოსვა. მურთხი ლაპარაკობს იმ ენაზე, რაზეც ის დევს და იმ თვალით იხედება და ესმის, რა საყრდენზეც გაითხლაპა. იმ რწმენითა და ურწმუნოებით “იცოცხლებს”, რაზეც დააგდებ და იმ ხორკლსა და ხაოს მოიკიდებს, რაზეც დაივანებს. იმ თვალებს დააჭყეტს და იმ ყურებს დაცქვეტს, რა თვალი და ყურიც დახვდა, მანამ აქ გაისუდრებოდა.
ესენი ისეთი მურთხებია, ვერც რწმენის ღალატს დასდებ ბრალად, ვერც მსოფლმხედველობის შეცვლას, რაკი არც ერთი და არც მეორე არასოდეს ჰქონია. მუდამ შენთან შენი იყო და სხვასთან – სხვისი. ცარიელი ჭურივით, მუდამ რასაც ჩასძახებდნენ, იმას ამოსძახებდა. .. მათთვის არც ზნეობრივი სასჯელი არსებობს, მათთან რწმენა, აზრი, სიწმინდე და პატიოსნება შეურაცხყოფილია. ისინი მთელი არსებობით დასცინიან იმას, რისთვისაც ადამიანს ადამიანი ერქვა, ჰქვია და ერქმევა.
და როცა ღალატობ, მურთხს კი არა, საკუთარ თავს ღალატობ, რომ დაჰკარგო ის, რისთვისაც მისი არარაობით დაგცინის და არა თვალთახედვით…
შენ თუ ოჯახს ქმნი, რომელზეც ის “დევს”, მურთხს ოჯახის კაცი ჰქვია, თუ მურთხს ურემზე დასვამ – მეხრეა, თუ მანქანაზე – მძღოლი, კაბინეტში წამოასკუპებ და – თანამდებობის პირი…”

ოტია იოსელიანი

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: