მთავარი ურთიერთობები სხეულის ენა: 5 რამ, რაც არასოდეს არ უნდა გააკეთოთ

სხეულის ენა: 5 რამ, რაც არასოდეს არ უნდა გააკეთოთ

by guramus

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ჯანსაღი კომუნიკაციისთვის საჭიროა კონკრეტული ჟესტიკულაციის ცოდნა. გარდა იმის, რომ მოსაუბრეზე დატოვებთ კარგ შთაბეჭდილებას, იქნებით ბევრად თავდაჯერებულნიც.

  • ნუ აუწევთ ხმის ტონს: გასაგებია, რომ შესაძლოა ისეთ ამბავს ყვებოდეთ, გჭირდებოდეთ მაქსიმალური ჟესტიკულაცია და ხმის ტონის არათანაბარი გამოყენება, მაგრამ როგორც წესი, ზედმეტი დრამატიზაცია და ემოციურობა მოსაუბრეზე ნეგატიურად ისახება. ეცადეთ, მაქსიმალურად ზომიერი გადაწყვეტილებები მიიღოთ, როცა საქმე ხმის ტონის ცვლილებას ეხება.
  • ნუ მოარიდებთ თვალს: ადამიანების უმეტესობას ნამდვილად მოსწონს, როცა ფიქრობს, რომ მოსაუბრესთვის მის გარდა, არავინ არსებობს. ასეთ დროს, მსმენელი თავს სამყაროს ცენტრად გრძნობს: ანუ, თვლის, რომ მის გარშემოა ყველაფერი. ეს კი ნიშნავს, რომ ყველა ვარიანტში დადებითი განწყობა ექმნება.
  • ნუ გამოიყენებთ გადამეტებულ ჟესტიკულაციას: არსებობს ადამიანების რამდენიმე ტიპი. შეიძლება თქვენ ძალიან ემოციური ხართ, მაგრამ იქნებ მსმენელს ეს ნაკლებად ადარდებს? როგორ მოვიქცეთ? თუ არ გვინდა თავი შევაწყინოთ, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად კორექტულები.
  • აკონტროლეთ ხელები: როდესაც რაღაც გაქვთ სათქმელი და ამისთვის ემზადებით დიდხანს, არ არის აუცილებელი ერთი მოძრაობით ყველაფერი გააფუჭოთ… მოაშორეთ ხელები ჯიბეებს და მიეცით მათ მაქსიმალური თავისუფლება.
  • ნუ გაჩერდებით ერთ ადგილას: პრეზენტაციის დროს ან მაშინ, როდესაც მსმენელების დიდი არმია გვყავს, ხშირია, როდესაც ერთი ადგილი ხდება ჩვენი ათვლის წერტილი, ცენტრი. დაძაბულობის ან სხვა რაიმე კონკრეტული მიზეზების გამო აღარ ვიცით, როგორ ვიცვალოთ მდგომარეობა. ეს ნიშნავს, რომ არ გვჯერა საკუთარი თავის და დროა, ვირწმუნოთ მისი შესაძლებლობების.
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: