მთავარი ურთიერთობები 3 ნიშანი, რომელიც მიგვანიშნებს, რომ თქვენს უახლოეს მეგობარს თქვენთან სექსი უნდა

3 ნიშანი, რომელიც მიგვანიშნებს, რომ თქვენს უახლოეს მეგობარს თქვენთან სექსი უნდა

by guramus

ყველას გვყვავს საუკეთესო მეგობარი, ის ერთადერთი პიროვნება, რომელსაც ყველაფერს ვანდობთ (აქ რასაკვირველია საპირისპირო სქესის წარმომადგენლებზე არის საუბარი). არავინ არ აღიარებს, მაგრამ აშკარაა, რომ გეყოლებოდათ ისეთი მეგობარი, რომელიც ინტიმურად აღგაგზნებდათ მაინც. შესძლებელია თქვენ თავშეკავებული ხართ, მაგრამ ყველა ასე არაა და ზოგი ამას ქვეცნობიერად გამოააშკარავებს ხოლმე, აი 3 ნიშანი, რომელიც ასეთი მეგობრის ამოცნობაში დაგეხმარებათ.

მზერა – თვალები არ იტყუებიანო, ხომ გაგიგიათ. მე ამ დებულებას არ ვეთანხმები, მაგრამ როცა გრძნობებში ვნება ურევია, ყველაზე აშკარა იდენტიფიკატორი მზერაა. მათ მომენტებში სხვანაირი გამოხედვა აქვთ, უფრო დიდხანს გიყურებენ თვალებში, ვიდრე მეგობარს და როცა თვალს გაუსწორებთ, აუცილებლად მზერას აგარიდებენ. ასევე ახასიათებთ სიმორცხვე, ხშირად დამთმობები არიან და ა.შ. მოკლედ, ყველა ის თვისება შეყვარებული ადამიანისა, რაც შეიძლება რომ გაიხსენოთ, ოღონდ პატარ-პატარა დოზებით.

საუბრის მანერა – ერთ-ერთი ნიშანი არის ლაპარაკის თემების ხშირი ცვლა. ისინი ცდილობენ ლაპარაკი ჩამოაგდონ რომანტიკაზე, სექსზე, თქვენს პირად ურთიერთობაზე. ვერ ხვდებიან, მაგრამ ამით გამოხატავენ და აფიქსირებენ თავიანთ ინტერესს თქვენს მიმართ ინტიმურ/ემოციურ ფრონტზე.

ფიზიკური კონტაქტი – წინა ორი პუნტქი არაფერს ნიშნავს, თუ ფიზიკური კონტაქტი არ მყარდება. ასეთი ადამიანები იყენებ იმ ფაქტს, რომ მეგობართან გახსნილები არიან და ფიზიკურ კონტაქტზე ხშირად გამოდიან. ძალიან ხშირად ეს კონტაქტი უადგილო, მოუხერხებელი და გასაკვირია. თუ ამჩნევთ, რომ ხშირად გეხებიან ან გვერდიდან არ გცილდებიან, ე.ი. გამოიჭირეთ.

ეს არის პირველი ფაზები, რითაც თავიანთ ინტერესს გამოხატავენ. თუ ამ ეტაპს გაცდებიან, აუცილებლად წავა ლაპარაკი და ინიციატივა სექსზე, მაგრამ თუ თქვენ თავშეკავებული ხართ და საზღვრებს ყველასთან მკაცრად აწესებთ, ეჭვი მეპარება რაიმე ასეთი შეგემთხვეთ.

თუ სტატიამ დაგაინტერესათ, ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ 100% დატესტილი ხერხები, თუ როგორ ვაქციოთ მეგობარი სექს პარტნიორად.