მთავარი რჩევები “გაზაფხულზე ვირუსებმა გამაწამა, სულ მახველებდა, სანამ ეს რეცეპტი არ აღმოვაჩინე საოჯახო მედიცინის წიგნში”

“გაზაფხულზე ვირუსებმა გამაწამა, სულ მახველებდა, სანამ ეს რეცეპტი არ აღმოვაჩინე საოჯახო მედიცინის წიგნში”

by guramus

სამწუხაროდ, ხველას არ აქვს სეზონი. ნებისმიერ დროს შეიძლება გავცივდეთ და დავიწყოთ ხველა. განსაკუთრებით ზამთარში და გაზაფხულზე არის ეს პრობლემა. გარდა გაციებისა, ასევე შეიძლება გვქონდეს ალერგიული ხველა, რომელმაც სეზონი დამდვილად არ იცის.

ყველა აფთიაქი სავსეა ქიმიური მედიკამენტებით, თუმცა რა საჭიროა წამლები, როცა სახლის პირობებში შეგვიძლია უკეთესად ვიმკურნალოთ?!

გვსურს გაგიზიაროთ ძალიან ეფექტური რეცეპტი, რომელიც ნებისმიერი ტიპის ხველას გააქრობს ძალიან სწრაფად და რაც მთავარია არანაირი უკუჩვენება არ გააჩნია.

რეცეპტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

2 ჩ.კ. გამოწურული ლიმნის წვენი.
1 ჩ.კ. თაფლი.
0, 5 ჭიქა წყალი
1 ჩ.კ. შაქარი.
0, 5 ჩ.კ. დაცეხვილი იმბირი (ჯინჯერი).
0, 5 ჩ.კ. დაცეხვილი ნიორი

მომზადების წესი:

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და ათქვიფეთ. სქელი მასის მიღების შემდეგ დაუმატეთ წყალი, გადაიტანეთ ემალის ჭურჭელში და დადგით ქურაზე. წამოადუღეთ მანამ, სანამ მასა არ შესქელდება. როდესაც გაცივდება, დაყავით პატარა ზომებად და მიიღეთ 2-3-ჯერ დღეში, სანამ შედეგი 100%-იანი არ იქნება.

რატომ კურნავს?

მასში შემავალი ჯინჯერი ეფექტური საშუალებაა გრიპისა და ხველის წინააღმდეგ, რადგან ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას. თაფლი შესანიშნავი ანტისეპტიკური საშუალებაა, ნიორი – ანტიბაქტერიული, ხოლო ლიმონი C ვიტამინით მდიდარი პროდუქტია.