მთავარი ურთიერთობები ულამაზესი ქალების ცდუნების 5 საიდუმლო

ულამაზესი ქალების ცდუნების 5 საიდუმლო

by guramus

ლამაზი ქალის ცდუნება არ შეგეშალოთ ვინმე “ნინიკოსთან” ურთიერთობის აწყობაში. ლამაზი ქალების “შებმა” რთულია, იმიტომ რომ მათ ცდუნებას ასობით მამაკაცი ცდილობს. ასე რომ, მოემზადეთ თამაშის წესების შესაცვლელად, თუ გინდათ რომ “დაიკო რა ლამაზი ხარ” ტიპებისგან განსხვავდებოდეთ.

1 . არ უთხრათ კომპლიმენტი – ლამაზმა ქალმა იცის, რომ ლამაზია და ამას ხშირად ახსენებენ. ეს კომპლიმენტი უკვე მოძველდა. დაიწყეთ საუბარი რაიმე ასეთით – “ლამაზი სახე გაქვს, მაგრამ ამდენი მაკიაჟის ქვეშ რატომ მალავ?”. ამგვარად, თუ ინტერესს არ გამოიჩენთ მის ვიზუალში, ჩააფიქრებთ და თქვენც განსხვავებული გამოჩნდებით.

2 . აიძულეთ, რომ ინიციატივა გამოიჩინოს – თქვენ გამოიჩინეთ უინტერესობა მისი ლამაზი სხეულის მიმართ. ახლა მას აინტერესებს, თუ სხვა ბიჭებივით უკან რატომ არ დასდევთ, ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენ სხვა არჩევანიც ბევრი გაქვთ? ცნობილი ხართ? მაღალი სტანდარტები? – ახლა ის ვალდებულია, თავი მოგაწონოთ.

3 . გამოელაპარაკეთ სხვა გოგოებს – მაგალითად მის ერთ-ერთ მეგობარს. ამით დააინტრიგებთ და დაინტერესდება, თუ რატომ არ “კერავთ” მას და მის მაგივრად რატომ ელაპარაკებით მის ნაკლებად ლამაზ მეგობარს? აქ თამაშში შური ერთვება.

4 . ბოლო სიტყვა თქვენი უნდა იყოს – ყოველთვის, ყოველთვის ბოლო სიტყვა თქვენ თქვით. როდესაც იფიქრებს, რომ უკვე ნომერი უნდა თხოვოთ, უთხარით რომ სასიამოვნო იყო მისი გაცნობა და წადით. ამის შემდეგ უფრო დაინტრიგდება და იფიქრებს, თუ რატომ არ გინდათ მისი ნომერი.

5 . იყავით დამოუკიდებელი – აჩვენეთ ყველას, რომ თქვნი თავის გჯერათ, კმაყოფილი ხართ და ქალი არ გჭირდებათ თქვენს ცხოვრებაში.

თუ მოგეწონატ სტატია, წაიკითხეთ სტატია იმის შესახებ, თუ როგორ დავიბრუნოთ გოგო, რომელმაც მეგობრების სიაში ჩაგვწერა.