მთავარი საკითხავი “თუ გსურთ მარტოობა, დაქორწინდით” – ანტონ ჩეხოვის ცხოვრებისეული აზრები

“თუ გსურთ მარტოობა, დაქორწინდით” – ანტონ ჩეხოვის ცხოვრებისეული აზრები

by guramus

ანტონ ჩეხოვი განსაკუთრებით მათთვისაა ცნობილი, ვისაც მცირე ზომის მოთხობები იტაცებს, რადგანაც ჩეხოვი მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიადეს მოთხრობების მწერლად. წარმოშობით რუსი შემოქმედი, მოთხრობების წერის პარალელურად, იყო დრამატურგი და ერთვებოდა სამედიცინო საქმიანობაში.

 

ცხოვრებისეული აზრები:

  • “თუ გსურთ მარტოობა, დაქორწინდით”
  • “პიროვნებაში ყველაფერი ერთდროულად უნდა მოგეწონოს, მისი სახეც, ჩაცმულობა, სული და ფიქრები.”
  • “არაფერი ისე არ ამტკიცებს და აწრთობს სიყვარულს, მეგობრობასა და პატივისცემას, როგორც რაღაცისადმი საერთო სიძულვილი.”
  • “უფრო ადვილია ფულის ღარიბი ადამიანისაგან სესხება, ვიდრე მდიდრისაგან.”
  • “თითოეული ბედნიერი ადამიანის კარებზე უნდა იდგეს ვინმე ჩაქუჩით ხელში, რომლის კაკუნიც მუდმივად იმის შემხსენებელი იქნება, რომ ქვეყნად უბედური ადამიანებიც არსებობენ.”
  • “ყველას ერთი და იგივე ღმერთი ჰყავს, უბრალოდ თვითონ ხალხი განსხვავდება ერთმანეთისაგან.”
  • “მხოლოდ სიყვარულით ქორწინებაა საინტერესო; დაქორწინდე ქალზე მხოლოდ იმის გამო, რომ ის ლამაზია, იგივეა, რომ იყიდო უსარგებლო ნივთი მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ნივთი კარგია.”
  • “არაყი თეთრია, მაგრამ აწითლებს ცხვირს და აშავებს რეპუტაციას.”
  • “სიყვარული ასწავლის ადამიანს, როგორი უნდა იყოს იგი.”
  • “ლიტერატურა ჩემი კანონიერი ცოლია, ხოლო მედიცინა- საყვარელი. როცა მე ვიღლები ერთ-ერთი მათგანისაგან, მთელ ღამეს ვატარებ მეორესთან.”

  • “ის, ვინც გამუდმებით ცურავს ოკეანეში, შეყვარებულია ხმელეთზე.”

  • “არაფერი ისე არ ამშვიდებს და ათრობს ადამის მოდგმას, როგორც ფული. როცა ბევრი ფული გაქვს, სამყარო გაცილებით უკეთეს საცხოვრებელ ადგილად გეჩვენება, ვიდრე ის სინამდვილეშია.”
  • “რაც უფრო კულტურულია ადამიანი, მით უფრო უიღბლოა იგი.”
  • “კარგი აღზრდა იმით კი არ გამოიხატება, რომ საწებელს სუფრაზე არ დაღვრით, არამედ იმით, რომ არ შეიმჩნევ ეს სხვას რომ დაემართება.”

  • “კაცი, რომელიც არ სვამს, ჩემი აზრით, სრული კაცი არ არის.”
  • “საქმე არც ოპტიმიზმში და არც პესიმიზმშია, არამედ იმაში, რომ ასიდან ოთხმოცდაცხრამეტს ჭკუა არ აქვს.”
  • “თუ არ იცი, რას გრძნობ ადამინის მიმართ – დახუჭე თვალები და წარმოიდგინე, რომ ის არ არის, არ იყო და არ იქნება. და მაშინ, შენთვის ყველაფერი ნათელი გახდება.”
  • “ყველას მიაჩნია, რომ პიესა ადვილი დასაწერია. მათ არ იციან, რომ კარგი პიესის დაწერა საძნელო საქმეა, და ორჯერ უფრო მძიმე და მტანჯველია ცუდი პიესის დაწერა.”
  • “მართალი – გულწრფელი ადამიანია.”

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: