მთავარი საკითხავი “გილოცავთ, თქვენ იდიოტი ხართ!”

“გილოცავთ, თქვენ იდიოტი ხართ!”

by guramus

მარტენ პაჟის ცნობილი რომანი – “როგორ გავხდი იდიოტი,”გულჩათხრობილ კაცზე გვიყვება, რომელიც დარწმუნებულია, რომ მისი ამქვეყნიურობის ერთადერთი პრობლემა ჭკუაა, ცოდნა დეტალებისადმი, რომელიც მას გააჩნია.

მარტენ პაჟის წიგნში მოთხრობილი ისტორია, არ არის მხოლოდ მთავარი გმირის, ანტუანის, ცხოვრება. ეს არის თითოეული ცოცხალი ადამიანის განვლილი გზა დაბადებიდან გარდაცვალებამდე: კითხვები, რომლებიც გვაწუხებს და პასუხები, რომლებიც ხშირად თავადვე ვიცით.

ამონარიდები:

  • “ცუდად ჩაცმული იყო და ამით ნაკითხი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა.”
  • “აღმოჩნდა, რომ ალკოჰოლი მჭიდრო კავშირშია კაცობრიობის ისტორიასთან და უფრო მეტი მიმდევარი ჰყავს, ვიდრე ქრისტიანულ რელიგიას, ბუდიზმსა და ისლამს ერთად.”
  • “ალკოჰოლი თავად ირჩევს ობიექტს, ალკოჰოლი წყვეტს, შეგიძლია თუ არა გახდე ლოთი.”
  • “მაინტერესებს და სულ ვცდილობ იმის მიხვედრას, რა ამოძრავებს მთელ ამ ქაოსურ სამყაროს… საშინლად განვიცდი, რომ ხელფეხშეკრულები ვართ და რომ თითოეული აზრი, თავისუფლების ყოველგვარი გამოვლინება მოუშუშებელ ტკივილს გვაყენებს.”
  • “მინდა, უბრალო მოჩვენებად ვიქცე, ყელში ამომივიდა აზროვნების თავისუფლება, ამდენი ცოდნა და ეს დაწყევლილი სინდისი!”
  • “ანტუანს ხიბლავდა ადამიანები, რომლებსაც გამბედაობა ეყოთ, თავად შეერჩიათ სიკვდილის დრო.”
  • “აზროვნება არაა თავისთავადი აქტი, მას ისევე შეუძლია ტკივილის მოყენება, როგორც შუშის ნამსხვრევებსა და ეკლიან მავთულხლართებს.”
  • “ჯოჯოხეთში ანგელოზად ყოფნა ხომ აუტანელი ტკივილია, ეშმაკი კი ყველგან ისე გრძნობს თავს, როგორც საკუთარ სახლში.”
  • “როცა სულს ყიდი, ყველაფრის უფლება გაქვს, ყველაფერი გეპატიება.”
  • “სიყვარულში უდანაშაულო არავინაა, სიყვარულში მხოლოდ მსხვერპლი არსებობს.”
  • “აბა როგორ, საკუთარი ცხოვრება შენ თვითონ უნდა შექმნა!”
  • “- რატომ აღარ გყავს მეგობრები?
    – გაფუჭდნენ. არც მიფიქრია, ვარგისიანობის ვადა თუ ჰქონდათ. ეს არ უნდა გამოგრჩეს. ასე, ერთ დღესაც, ჩემს საუკეთესო მეგობრებს თითქოს ობი მოეკიდათ, მომწვანო ლაქები გაუჩნდათ.”
  • “ჰოდა, მქონია უფლება ვინმეს გალანძღვის, ცუდ ხასიათზე ყოფნის, იმის, რომ სულელივით სულ არ ვიკრიჭებოდე, ხმა ამოვიღო, გამოვთქვა საკუთარი აზრი, როცა უსამართლობის მოწმე გავხდები და უფრო მეტიც, თუ დამჭირდა, შეურაცხყოფაც მივაყენო ვინმეს. ამას ვერავინ დამიშლის!”
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: