მთავარი ურთიერთობები 5 ნიშანი, რომ თქვენ არაჯანსაღ ურთიერთობაში ხართ და დროა დაამთავროთ ეს

5 ნიშანი, რომ თქვენ არაჯანსაღ ურთიერთობაში ხართ და დროა დაამთავროთ ეს

by guramus

თქვენი ურთიერთობა ყოველთვის იდეალური არ არის, მიუხედავად იმისა, თუ თქვენ ასე გგონიათ, წაიკითხეთ 5 მიზეზის შესახებ, რომელიც მიაგხვედრებთ, რომ თქვენი ურთიერთობა თქვენთვის სასარგებლო აღარ არის და დროა დაამთავროთ.

1 . თქვენ ზარებს არ პასუხობენ – იგნორი ხშირად ყველაზე აშკარა ნიშანია, რომ თქვენს პარტნიორს აღარ აინტერესებთ.

2 . დაძაბულობა ხშირია – თქვენ ჩხუბობთ ყველაფერზე, ისეთ პატარა დეტალებზეც კი, რომელზეც ადრე ერთად იცინოდით.

3 . არის “სიძულვილის” მომენტები – გახსოვთ ურთიერთობის საწყისი ეტაპი, როცა ერთმანეთს ყველაფერს პატიობდით ადვილად? თუ ეს ასე აღარაა და ადამიანი იმ დონეზე გაღიზიანებთ, რომ შეიძლება მომენტებში გძულდეთ, ეს ერთ-ერთი ნიშანია.

4 . თქვენ ფიქრობთ ურთიერთობის დამთავრებაზე – არ არის აუცილებელი აგეკვიატოთ ეს ფიქრი, მაგრამ თუ ხანდახან მაინც გეფიქრებათ, ე.ი. გული ამას გკარნახობთ.

5 . თქვენ ადვილად წარმოგიდგენიათ თავი მის გარეშე – თუ წარმოიდგენთ მომავალს, სადაც თქვენ მასთან ერთად აღარ ხართ და ეს ტკივილს არ გაყენებთ, თქვენთვის ეს ადამიანი იმდენად მნიშვნელოვანი აღარ არის.

თუ ეს სტატია მოგეწონათ, ეწვიეთ ჩვენი ურთიერთობების განყოფილებას და წაიკითხეთ ყველაფერი ურთიერთობებზე.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: