მთავარი საკითხავი ფრენსის სკოტ ფიჯერალდის გენიალური ფრაზები

ფრენსის სკოტ ფიჯერალდის გენიალური ფრაზები

by guramus

ფრენსის სკოტ ფიჯერალდის გენიალური ფრაზები

1. “იმდენნაირი სიყვარული არსებობს, რამდენი ადამიანიცაა და არასოდეს ეს სიყვარული არ გავს სხვისას.”

2. “ყველაზე საშინელი მომენტი ადამიანისათვის არის ის, როცა მისი ცხოვრება იშლება და ვერაფერს ვერ აკეთებს, გარდა გურგრილად ყურებისა.”

3. “გაკიცხვა თუ დააპირო ვისიმე, გაიხსენე, რომ ამ ქვეყნად ყველას შენებურად არ უცხოვრია”.

4. სულის სიბნელეში ყოველთვის ღამის სამი საათია.

5. “დარწმუნებით ხომ ვერასდროს იტყვი, რამდენად დიდი ადგილი გიკავია სხვის ცხოვრებაში…”

6. კარგი კაცი იმისდა მიხედვით იზომება, როგორი ქალი ჰყავს გვერდით.

7. “საქმე ის არის, რომ როცა ფხიზელი ხარ, არავის დანახვა არ გინდა და მთვრალი თუ ხარ, არავის უნდა შენი დანახვა.”

8. “დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრება თავიდან იწყება ყოველ მომდევნო ზაფხულთან ერთად”.

9. ყველაზე მაგრად იმ კარს კეტავენ , რომელსაც არსად შევყავართ, ალბათ იმიტომ, რომ სიცარიელე უშნოა და სრცხვენიათ…

10. “იშვიათია ისეთი ღიმილი, ნდობით და რწმენით რომ აგავსებს ადამიანს!”

11. ,,როცა გრძნობ, რომ ვინმე გაკრიტიკებს, გაიხსენე, რომ იმ ხალხს არასოდეს არ ჰქონია ის უპირატესობები, რომლებიც შენ გქონდა”

12. — დაგღალეთ?
— არა, უბრალოდ იმედები გამიცრუვეთ.

13. ,,ქალს უნდა შეეძლოს, მამაკაცს მთელი გრძნობითა და ვნებით ისე აკოცოს, რომ მის ცოლობაზე ან საყვარლობაზე არ იოცნებოს“.

14. “ყველაზე მარტოსული მომენტი ადამიანის ცხოვრებაში დგება მაშინ, როცა მთელი თავისი სამყარო თავზე ემხობა, მაგრამ თვალის დაუხამხამებლად ცქერის გარდა არაფერი შეუძლია.”

15. შენ ან მონადირე ხარ ან მსხვერპლი, ან მოქმედებ ან უკან იმალები…

16. “წარსულს ვერც დაიბრუნებ და ვერც გაიმეორებ, ამიტომ, იცხოვრე აწმყოთი და იფიქრე მომავალზე…”

17. – როგორ გიყვარვარ ახლა, ძალიან? – ჩურჩულით უთხრა. – მე არ მოვითხოვ, რომ ყოველთვის ასე გიყვარდე, მაგრამ ძალიან გთხოვ არ დაივიწყო ეს საღამო. სადღაც, გულში, მე სულ ასეთი ვიქნები, როგორიც ახლა.

18. მზერიდან გულამდე ერთი ნაბიჯია…

19. იმ დროს, როდესაც გახრჩობს იმედგაცრუება; როდესაც თვლი, რომ არაფერი გამოგივა და არაფრის გაკეთება შეგიძლია, იცოდე: მხოლოდ ასეთ მომენტებში შენ ნამდვილად წინ მიდიხარ.

20. ვიღაცა წერს, სულიერი ჭრილობები ხორცდებაო – უაზრო ანალოგია კანის პათოლოგიასთან, ცხოვრებაში ასე არ ხდება, ასეთი ჭრილობა შეიძლება დაპატარავდეს, შეიძლება ქინძისთავის ჩხვლეტასავითღა იყოს, მაგრამ მაინც ჭრილობაა და ყოველთვის ღია…

21. სილამაზის ერთ-ერთი თვისებაა, აირეკლო საუკეთესო,
რაც იმ ადამიანებშია, რომლებიც ტკბებიან ამ სილამაზით..

22. ” არ შეიძლება ერთი ბუნება, ერთი რაობა ბოლომდე ჩასწვდეს სხვა ბუნებას და სხვა რაობას ”

23. “დიდ კაცს არაფრისთვის არ რჩება დრო გარდა იმისა, რომ უბრალოდ იჯდეს და იყოს დიდი.”

24. ან იფიქრე, ან ის, ვინც შენ მაგივრად ფიქრობს, წაგართმევს ძალას, გადააკეთებს შენს გემოვნებას და გამოგფიტავს.

25. ,,ის უფრო იოლია ფარსი შენთვითონ გაითამაშო, ვიდრე უყურო რომ ამას სხვა ცოდვილობს”

26. “ჭკუა და შესაძლებლობა ყველას სხვადასხვა რაოდენობით აქვს, აი კუჭი კი ყველას ერთი ზომის გააჩნიათ.”

27. “მთელი ჩემი არსება ყვავილების თაიგულივით მეჭირა ხელში და მინდოდა თქვენთვის მომერთმია.. როგორღაც ასე ვგრძნობდი მაშინ…”


ასევე წაიკითხეთ

8 მიზეზი იმისა, თუ რატომაა წიგნი ჩვენი საუკეთესო მეგობარი


28. ” მამაკაცი ქალის წინაშე ხშირად ახერხებს უმწეო ბავშვის როლის თამაშს, მაგრამ ამას ყველაზე ძნელად მაშინ აღწევს, როცა მართლა უმწეო ბავშვივით არის ხოლმე”

29. „არარაობა არარაობაზე, აი, ვინ არიან ისინი! თქვენ ერთი ხართ ფასი მათი ყველასი, ერთად აღებულის!“

30. ბოლოს და ბოლოს, რა არის გარეგნული შარმი? ეს, უბრალოდ, ტაქტის შეგრძნებაა – მისი წყალობით თესავთ, როცა ვერავინ გხედავთ, სხვების თვალთახედვის არეში ყოფნისას კი – იმკით.

31. ყველაზე დიდი ილუზია “სიყვარულია” რომელიც ითრევს ადამიანს ბოლომდე და მანიპულირებს მისით, სიყვარული ეს ყველაფერი შეჩვევაა რომლის განსაზღვრაც ჩვენ არ შეგვიძლია.

32. “ერთი თვე იყო, რაც ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ არასოდეს ყოფილან ისე ახლოს და ისე ერთსულნი, როგორც იმ წამებში, ქალი ბაგეებით რომ ეალერსებოდა მხარზე და ეხუტებოდა მის სამხედრო ხალათს, ან როცა კაცი ქალის თითებს ხელით ელაციცებოდა, თითქოს შიშობდა, ძილი არ დავუფრთხოო.”

33. “სინამდვილეში სწორედ ესაა ჩემი საიდუმლო – არ შემიძლია შენ შესახებ სხვასთან საუბარი, იმიტომ რომ არ მსურს სხვა ადამიანებმაც იცოდნენ თუ რა მშვენიერი ხარ.”

34. ვერავითარი ხელშესახები რეალობა, ვერც მწარე და ვერც ტკბილი, ვერ შეედრება ადამიანის გონებაში წარმოქმნილ იდეალს.

35. ”კარგა ხანია, ცნობილია, რომ ადამიანი ერთდროულად ღარიბი და თავისუფალი ვერ იქნება. არჩევანზე რომ მიდგეს საქმე, თავისუფლებას ვამჯობინებდი.”

თუ მოგეწონათ სტატია ასევე წაიკითხეთ:

ანტონ ჩეხოვის გენიალური ფრაზები

ბუხრის წინ საკითხავი წიგნები

10 წიგნი, რომელიც სიკეთის კეთებას გვასწავლის

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: