მთავარი ურთიერთობები 5 არარომანტიკული ნიშანი, რომ მას გაგიჟებით უყვარხართ

5 არარომანტიკული ნიშანი, რომ მას გაგიჟებით უყვარხართ

by guramus

ვინ თქვა, რომ მხოლოდ ყვავილები და სექსია სიყვარულის გამოხატვის საშუალება? ძალიან ხშირად უბრალო რაღაცეებიც არის იმის იდენტიფიკატორი, რომ მას ძალიან, ძალიან უყვარხართ. წაიკითხეთ ამ ნიშნების შესახებ.

1 . უხერხული დუმილი არ არის თქვენს შორის – როცა საუბრობთ მთელი ღამით და ერთმანეთს ყველაფერს უზიარებთ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ როცა საუბარი არ არის საჭირო და ისედაც კომფორტულად გრძნობთ თავს ერთმანეთთან – ეს არის ნამდვილი სიყვარული.

2 . თქვენი სისუსტეები შეუმჩნეველი არ რჩება – ის აუცილებლად ამჩნევს თქვენს ნაკლოვანებებს, რამდენადაც არ უნდა ეცადოთ, რომ ისინი დამალოთ.

3 . გაძლევს უფლებას, გააკეთო ის, რაც გინდა – არ ხართ შეზღუდული, უაზროდ არ ეჭვიანობს და გაძლევთ თავისუფლებას, რომ აკეთოთ ყველაფერი, რაც გაგიხარდებათ.

4 . აფასებს თქვენს აზრს – ეს მაშინაც ხდება, როცა განსხვავებული აზროვნების პარტნიორი გყავთ. თუ ის თქვენს აზრს მაინც ითვალისწინებს, ესე იგი ძალიან გაფასებთ.

5 . გეუბნებათ სიმართლეს – თუ გაქებთ და გადიდებთ, არც იმის თქმის მოერიდება, თუ როგორი “ცუდი” ხართ მომენტებში.

თუ მოგეწონათ სტატია, წაიკითხეთ მამაკაცების სიყვარულის გამომჟღავნების 4 არასტანდარტული მეთოდის შესახებ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: