მთავარი რჩევები უძილობა – როგორ დავამარცხოთ ერთხელ და სამუდამოდ და ვიძინოთ “ბავშვივით”

უძილობა – როგორ დავამარცხოთ ერთხელ და სამუდამოდ და ვიძინოთ “ბავშვივით”

by guramus

დაძინებამდე დაივიწყეთ ყველა პრობლემა, დილით – დასვენებულ ტვინს უკეთესი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია. ასე რომ გაიხადეთ პრობლემები ტანსაცმელთან ერთად.

ძილის წინ კარგია გასეირნება, სუფთა ჰაერი ტვინს ჟანგბადით ამარაგებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

მოუსმინეთ მუსიკას – ეს ძალიან ძლიერი დამამშვიდებელია თქვენი ტვინისთვის და თქვენი სხეულის რელაქსაციაშიც დიდ როლს თამაშობს.

არ ჭამოთ ძილის წინ, კუჭის გადატვირთვა ხელს შეგიშლით დაძინებაში და არც თუ სასიამოვნო სიზმრების ნახვა მოგიწევთ.

ტელევიზორი ან წიგნი – ბევრ ადამიანს წიგნის კითხვა ან ხმადაბლა ჩართული ტელევიზორის ხმა მყისიერად აძინებს.

დაწექით ერთსა და იმავე დროს – თავიდან შეიძლება გაგიჭირდეთ, მაგრამ ამით თქვენი ბიოლოგიური საათის დაპროგრამება ხდება.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: