მთავარი საკითხავი მამა პაისის მონათხრობი – სასწაული ბერძენი ბერისა და ამაღლების შესახებ

მამა პაისის მონათხრობი – სასწაული ბერძენი ბერისა და ამაღლების შესახებ

by guramus

“მახსოვს, რომ ესფიგმენის მონასტერში ერთი მოხუცებული მონაზონი იმდენად უბრალო ადამიანი იყო, რომ თვით ამაღლება ერთ-ერთ წმინდანად მიაჩნდა და სკვნილზე ლოცვისას წარმოთქვამდა: ” წმიდაო ამაღლებავ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.” ერთხელ მონასტრის თავშესაფარში ერთი ბერი დასნეულდა და ამ მოხუცებულს არაფერი ჰქონდა, რომ გამოეკვება იგი. მაშინ ის სწრაფად ჩავიდა კიბით ქვედა სართულზე, ზღვაზე გამავალი ფანჯარა გამოაღო, ხელები აღაპყრო და შეევედრა: ” წმიდაო ანალიპსია, (ბერძ. ამაღლება) მომეცი თევზი ძმისათვის.!” და სასწაული! ზღვიდან ამოხტა და პირდაპირ ხელებში ჩაუვარდა მას დიდი თევზი! ვინც ეს დაინახა, განცვიფრებისაგან ენა ჩაუვარდათ. მოხუცებულმა კი ისეთი ღიმილით შეხედა მათ, თითქოს ამბობდა:”რა არის აქ გასაკვირი?” ჩვენ კი ყველამ ვიცით , თუ როდის აღესრულება ამა თუ იმ წმინდანის ხსენება, როდის ეწამა მეორე, როდის, სად და როგორ აღესრულა ამაღლება და მთელი ამ ჩვენი ცოდნით ერთი ციდა თევზისთვისაც კი ვერ ვილოცებთ! ასეთია სულიერი ცხოვრების “უცნაურობანი”. და ინტელიგენციის იმ ნაწილს ლოგიკისათვის, რომელსაც საკუთარ თავში ღმერთი კი არა, პირადი “მე” ჰყავს განდიდებული, ეს “უცნაურობანი” სრულიად მიუწვდომელია.”

მამა პაისი მთაწმინდელი
წმიდა ამაღლებამ დაგლოცოთ!

ასევე წაიკითხეთ:

ხილული სასწაულები – ის რაც აქამდე არ გინახავთ, თვალებს არ დაუჯერებთ

ლოცვა ოჯახის ბოროტი ძალებისგან დასაცავი

როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ცოდვას ჩავდივართ – მამა თეოდორე