მთავარი ასტროლოგია ზოდიაქოს ყველაზე შურისმაძიებელი ქალები

ზოდიაქოს ყველაზე შურისმაძიებელი ქალები

by guramus

ცნობილი გამოთქმაა  “ქალმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვერ დააკავებსო” და ძვირფასო მამაკაცებო, ნამდვილად არის ამ გამოთქმაში ჭეშმარიტების მარცვალი.

ზოგადად, ჭკვიანი მამაკაცი არასოდეს დაასრულებს ქალთან ურთიერთობას კინფლიქტით, რადგან არავინ არის მიტოვებულ ქალზე საშიში. ის თუ გაბოროტდა და გაავდა, მტრისას. მით უმეტეს თუ უბოდიშოთ და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მიატოვებთ.

გთავაზობთ ზოდიაქოს ყველაზე შურისმაძიებელი ქალების სამეულს. მათთან კონფლიქტს ნამდვილად არ გირჩევთ.

ვერძი – ამ ნიშნით დაბადებული ქალები ნამდვილად აქტიურები, მიმზიდველები, სექსუალურები არიან, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. შინაგანად, ვერძი ქალები საშინლად ბობოქრები და ვულკანივით გამანადგურებელნი არიან.

ვერძი ქალები ზოგადად ძალიან ალალები და უეშმაკოები არიან, მაგრამ თუ მათი ამ თვისებებით ბოროტად ისარგებლებთ, წინ ნამდვილი ჯოჯოხეთი გელით.

კირჩხიბი – ერთი შეხედვით დამყოლი, ჩუმი და გამგები კირხიბი ნამდვილი მოსიარულე ნაღმია. არავინ იცის როდის აფეთქდება და გაგანადგურებთ.

მასთან ურთიერთობის დასაწყისშივე უნდა დაიცვათ დისტანცია. მუდამ გახსოვდეთ, რომ კირჩხიბთან ყოფნისას არ უნდა გაუბედოთ და დაამციროთ, თორემ ამას არასოდეს გაპატიებთ. ჩუმად, ცივი გონებით დაგეგმავს თქვენი განადგურების გეგმას და მერწმუნეთ, ნამდვილად ვერ გადაურჩებით.

მორიელი – ყველაზე საშიში მეტოქეა, რომელთანაც ნამდვილად ფრთხილად უნდა იყოთ. მორიელი ქალის გადაკიდებას გირჩევნიათ ნახევარი მსოფლიო გადაიკიდოთ.

კირჩხიბივით ცივად მოქმედებს და რაც მთავარია, უკან არასოდეს იხევს. სიცოცხლის ფასად რომ დაუჯდეს თქვენი განადგურება, მაინც გაგანადგურებთ და თავსაც შეაკლავს გეგმის განხორციელებას.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: