მთავარი ასტროლოგია ერთგულების უნარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ერთგულების უნარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

by guramus

ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ ესა თუ ის ადამიანი რამდენად ერთგული იქნება ურთიერთობაში. ამირომ სანამ მასთან ურთიერთობას დაიწყებ, გირჩევ მისი ზოდიაქო გადაამოწმო.

ვერძი – ერთგულია როგორც წესი. მაგრამ თუ დროს არ მისცემთ იმისთვის რომ მოიწყინოს, იგი არასდროს გიღალატებთ და მუდამ იქნება თქვენი ერთგული.

კურო – როგორც წესი ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ნიშანია – “სიყვარული კუბოს ფიცრამდე”. მაგრამ თუ მას უღალატეს ასევე შეუძლია რევანშის აღება და შესაძლოა თვითონაც უღალატოს პარტნიორს.

ტყუპი – ცვალებადი და არასტაბილური ტყუპის იმედი არ უნდა გქონდეთ. ის მაინც გაძვრება სადმე და ფლირტს მაინც გააბავს ვინმესთან.

კირჩხიბი – საკმაოდ არასტაბილური ზოდიაქოს ნიშანია. მისი ხასიათის ცვალებადობა ჭირვეულს და პრეტენზიულს ხდის. მუდამ ყურადღებას ითხოვს, ხოლო პარტნიორმა თუ მას ყურადღება მოაკლო, იგი მისკენ წავა ვინც ამ დანალისს შეუვსებს.

ლომი – ისინი ერთი შეხედვით პოლიგამურები არიან. თითქოს თაყვანისმცემელთა არმია ახვევია თავს. ისინი ძალიან პრინციპულები არიან იმისთვის რომ უღალატონ. მოკლედ, თუ ლომის გულის მოგება შეძელით, დარწმუნებული იყავით რომ ის არ გიღალატებთ.

ქალწული – როგორც წესი პასუხისმგებლიანი და წესრიგის მოყვარულია. იგი მონოგამიურობით გამოირჩევა. ასე რომ მას ნამდვილად შეგიძიათ ენდოთ.

სასწორი – მათ სამართლიანობის ძლიერი გრძნობა აქვთ, რაც სხვა ზოდიაქოს ნიშნებისგან გამოარჩევს. არ აქვს მიდრეკილება გამიზნულად ღალატის. ეს ნიშანი პარტნიორობას მართავს, ამიტომ უვნებელი ფლირტისკენ მიდრეკიდელება ბევრ სასწორს მიუწევს, მაგრამ ეს არ უნდა აღვიქვათ ტრაგედიად.

მორიელი – ყველაზე სექსუალური და ვნებიანი ნიშანი. მისთვის სექსი ჰაერზე და საკვებზე მეტია. მისი დიდი ხნით მიჯაჭვა თუ გსურთ, აუცილებელია საუკეთესო სექსი შესთავაზოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად გიღალატებთ.

მშვილდოსანი – სიახლეებისა და თავგადასავლების მოყვარული ნიშანია. ამიტომ მისგან ერთგულებას ნუ ელით. მშვილდოსანი უფრთხის ზედმეტად საპასუხისმგებლო კავშირებს და ცდილობს, არავის მიეჯაჭვოს ემოციურად. თუ თქვენც მასავით ავანტურისტი და ცვალებადი ხართ იქნებ გაძლოთ კიდეც ერთად.

თხის რქა – ამ პარტნიორს შეგიძლიათ ხშირ შემთხვევაში თვალდახუჭული ენდოთ მთელი 100% -ით. მოწესრიგებული, დისციპლინირებული თხის რქა, როგორც წესი, ყოველთვის ახერხებს, რომ გრძნობები გონებით მართოს. ამიტომ ძალზე იშვიათად ემორჩილება ცდუნებას.

მერწყული – ერთ-ერთი, ყველაზე არაპროგნოზირებადი ნიშანია. საქმეს ართულებს ისიც, რომ მერწყულებს არ უყვართ ახსნა-განმარტებები და თავის მართლება. ისინი მარტივად მიდიან სასიყვარულო ავანტურაზე, თუმცა, ამას გარემოებათა მიზეზით ხსნიან.

თევზები
– როგორც წესი, ბუნებით ნაკლებად არიან მიდრეკილნი ღალატისკენ. თუმცა თევზები საკმაოდ ლაბილური, ხათრიანი ნიშანია. ამიტომ შესაძლებელია პარტნიორს შემთხვევით უღალატონ, ხშირად თავადაც რომ ვერ აცნობიერებენ საკუთარი დანაშაულის სიმძიმეს ისე.

თუ მოგეწონათ სტატია ასევე წაიკითხეთ:

როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები, როდესაც მათი მეგობარი მოწყენილია

რატომ უჭირთ თქვენი შეყვარება? ამის გარკვევა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეგიძლიათ

რა კითხვას უსვამენ ზოდიაქოს ნიშნები საკუთარ თავს გამუდმებით?

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: