მთავარი ასტროლოგია ვამპირები – ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს შეუძლიათ თქვენი გრძნობებით თამაში?

ვამპირები – ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს შეუძლიათ თქვენი გრძნობებით თამაში?

by guramus

სიყვარული ერთგვარ თამაშს წარმოადგენს, რომელშიც იმარჯვებს ის, რომელიც ფსიქოლოგიურად მეტად მდგრადია. ქალები როგორც წესი, ემოციურად არამდგრადები არიან და მარტივია მათი მართვა. ამასთანავე არსებობენ მამაკაცები, რომლებიც ქალების სისუსტეს ბოროტად იყენებენ და მათზე ცუდ გავლენას ახდენენ.

ასტროლოგების აზრით, ზოდიაქოს ნიშანი განსაზღვრავს რამდენად შეუძლია ადამიანს სხვის გრძნობებზე თამაში და მისი მანიპულირება. ასტროლოგები გვთავაზობენ ზოდიაქოს 3 ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს, რომლებიც საშინლად ექცევიან ქალებს და მათი გრძნობებით მანიპულირებენ.

პირველ ადგილას ტყუპი დასახელდა. არაპროგნოზირებადი, თავქარიანი, საკმაოდ არამდგრადი მამაკაცია. ტყუპები მუდმივად სიახლის ძიებაშია და მისი აღფრთოვანება ძალიან მარტივია. ამიტომ ხშირად ეცვლება ხასიათი და პრიორიტეტები. დღეს თუ სიყვარულს გეფიცებათ, ხვალ შეიძლება სულ დაგივიწყოთ და არც დაინტერესდეს თქვენი გრძნობებით.


შეუძლებელია არ დაგაინტერესდეთ:

მალავთ თუ არა ბოროტმოქმედის თვისებებს თქვენში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


მორიელი მამაკაცი ნამდვილად პროფესორია მანიპულატორობაში. მას საოცარი ინტუიცია აქვს და ადვილად შეუძლია ამოიცნოს ადამიანის განწყობა. შესაბამისად ადვილად ხვდება თქვენს სისუსტეს და იცის რა დროს როგორ მოგაყენოთ დარტყმა. მოკლედ, გირჩევთ მისგან თავი შორს დაიჭიროთ ან შეეგუოთ ამ ბოროტ მონსტრს.

მერწყული მამაკაცი ერთი შეხედვით კომუნიკაბელური, მარტივი ხასიათის, საოცრად ჰუმანური ინდივიდია, თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით. მისი საქციელის გამოცნობა და პროგნოზირება თვითონაც კი არ შეუძლია და თქვენ მითუმეტეს ვერ შეძლებთ. მერწყულისგან ნებისმიერ სიურპრიზს უნდა მოელოდეთ. ნუ გაგიკვირდებათ თუ დილით გაიღვიძებთ და მის კვალსაც კი ვერსად აღმოაჩენთ.


გირჩევთ წაიკითხოთ:

ყველაზე მოღალატე ზოდიაქოს ნიშნები

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: