მთავარი ასტროლოგია ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ძნელად უყვარდებათ

ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ძნელად უყვარდებათ

by guramus

ყველა ადამიანს სიყვარულზე ინდივიდუალური შეხედულება აქვს. ზოგს მარტივად უყვარდება, ზოგს რთულად. ასევე ხშირია ადამიანების კატეგორია, რომელსაც უჭირს საპირისპირო სქესთან ურთიერთობის გაბმა.

ასტროლოგები გამოყოფენ ზოდიაქოს სამი ნიშნის წარმომადგენლებს, რომლებიც ყველაზე პრეტენზიულები არიან და ფაქტობრივად შეუძლებელია მათ ვინმე შეუყვარდეთ. თუმცა, თუ ერთხელ დაბედეს შეყვარება ძალიან ძლიერი გრძნობა უჩნდებათ მათ მიმართ.

ქალწული – ძალიან პრეტენზიულია და ფაქტობრივად შეულებელია მას ვინმე შეუყვარდეს. ქალწული ძალიან დიდხანს აკვირდება, აკვირდება, და მხოლოდ აკვირდება პოტენციურ პარტნიორს. მისი გონება თითოეულ დეტალს აკვირდება, ფილტრავს და ხშირად სამუდამოდ ივიწყებს. ქალწულებისთვის უმთავრესია გარეგნობა. მათ პანიკურად ეშინიათ უსუფთაობის. ამიტომ პოტენციურმა პარტნიორმა პირველ რიგში პირად ჰიგიენაზე უნდა იზრუნოს.

მორიელი – ბუნებით უზომოდ ემოციური, ვნებიანი და საშინლად ეჭვიანი მორიელი ძალიან ფრთხილია სასიყვარულო ურთიერთობებში. ამის მიზეზი მისი საშინელი გამოცდილებაა. როგორც წესი, მორიელის სიყვარული ხომ მუდმივი დრამაა, უსაზღვრო ემოციებითა და იმედგაცრუებებით. მორიელი როგორც წესი ძალიან დიდხანს ფიქრობს ახალი ურთიერთობის დაწყებას და ხშირად ფიქრის პროცესი ძალიან იწელება.

თხის რქა – ემოციურად ცივი და ხშირად ძალიან მორცხვია. იგი სიყვარულისადმი სკეპტიკურად არის განწყობილი. თხის რქები შინაგანად საშინლად ამბიციურები და ამაყები არიან, რაც მათ თანდაყოლილ სიმორცხვესთან ერთად პრობლემებს უქმნის პირად ურთიერთობაში. ბევრი თხის რქა ვერ დგამს თამამ ნაბიჯს ინტერესის ობიექტისკენ მარტოოდენ უარყოფის შიშის გამო.

თუ მოგეწონათ სტატია ასევე წაიკითხეთ:

ზოდიაქოს რომელი ნიშანი გამოირჩევა წიწაკასავით მწარე ენით

ყველაზე კონფლიქტური და უკონფლიქტო წყვილები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

რა აბედნიერებთ ზოდიაქოს ნიშნებს

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: