იცოდით, რომ ადამიანის ღვიძლს 600 წელი შეუძლია იმუშაოს, მაგრამ ადამიანი 60 წელში ახერხებს მის განადგურებას. ცუდი საკვები და ალკოჰოლი საშინელ დარტყმას აყენებს ამ უმნიშვნელოვანეს ორგანოს.
სტატიაში გაგაცნობთ საშუალებას, რომელიც 3 დღეში გაგრძნობინებთ შედეგს, 1 კვირაში კი თქვენი სისხლი გაიწმნიდება სრულად. სუფთა სისხლი კი სუფთა და ჯანსაღ ღვიძლს ნიშნავს.
რეცეპტი ქიშმიშისგან მზადდება. ქიშმიშის ნახარშის მომზადება მარტივია და არ მოითხოვს განსაკუთრებულ ძალისხმევას.
ქიშმიშის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ მის ფერს. აირჩიეთ უფრო ნატურალური ფერი.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ 2 ჭიქა წყალი და 150 გრ ქიშმიში.
გარეცხეთ ქიშმიში. წამოადურეთ წყალი და ჩაყარეთ ქიშმიში. ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. ღამით დატოვეთ და დილით გადაწურეთ. მიღებული სითხე ცოტა შეათბეთ. მზადაა !
მიიღეთ დილით უზმოზე. ნახევარი საათის შემდეგ შეგიძლიათ ისაუზმოთ. მოხარშული ქიშმიში კი შეგიძლიათ შვრიის ფაფას დაუმატოთ – ძალიან სასარგებლო საუზმეს მიიღებთ.
დიეტოლოგის კომენტარი:
ეს საშუალება ძალიან სასარგებლოა და მართლაც აქვს ეფექტი. მაგრამ უკეთესი იქნება თუ ნარევის მიღების დღეებში დაიცავთ დიეტასაც. თქვენს რაციონს დაუმატეთ სტაფილო, ჭარხალი, ვაშლი, კომბოსტო, შავი ქლიავი, ისპანახი. ძალიან კარგი იქნება თუ შეზღუდავთ ხორცს და ზღვის პროდუქტებს. ქიშმიშის ნახარში თვეში 4 დღე უნდა მიიღოთ, რათა შედეგი 100%-იანი გვქონდეს!