მთავარი ასტროლოგია ტოპ 3 ზოდიაქოს ყველაზე ეგოისტი მამაკაცი

ტოპ 3 ზოდიაქოს ყველაზე ეგოისტი მამაკაცი

by guramus

ეგოიზმის დონე მხოლოდ ასტროლოგიაზე ან სქესზე არ არის დამოკიდებული. ამ მანკიერ თვისებაზე პასუხისმგებელი აღზრდა, გენეტიკა, სოციალური ფონია პასუხისმგებელი.

თუმცა ამ სტატიაშ გვინდა ზოდიაქოს გავლენაზე გესაუბროთ.

ასტროლოგების აზრით, ეგოისტებს შორის უმეტესი ნაწილი მამაკაცია. რადგან ქალებს მეტად აქვთ განვითარებული თავგანწირვისა და მსხვერპლის გაღების ნიჭი.

მოდი, ვნახოთ ყველაზე დიდი ოდენობით რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამრებში გვხვდებიან ეგოისტები.

ვერძი – საყოველთაოდ ცნობილი ეგოისტია. მას არანაირი შეზღუდვა არ სიამოვნებს. შინაგანად თავისუფალი ვერძი არც ქორწინებას ეგუება და მეუღლის მხრიდან ვერანაირ ზეწოლას ვერ იტანს. თუ გგონიათ, რომ ვერძს რამენაირად დაითანხმებთ, ძალიან ცდებით. რაც არ უნდა, არ გააკეთებს.

ტყუპი – ცვალებადი ხასიათის და მუდმივად სიახლის მძებნელია. ჰაერის ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეეფერებათ ეპითეტი “თავქარიანი”. მათ საშინლად არ უყვართ პასუხისმგებლობები.

ტყუპებს ეგოისტურად უყვართ თავისუფლება და თუ ვინმე საფრთხეს შეუქმნის, სასწრაფოდ მოიშორებენ თავიდან.

მშვილდოსანი – მათ ანგარიშზე ათობით გულნატკენი ქალბატონია. მშვილდოსნები, როგორც წესი, ოპტიმისტები და გულღიები არიან და სულაც არ აქვთ წინასწარ განსაზღვრული ქალბატონების წყენინება, მაგრამ საბოლოოდ ასე ხდება.

მშვილდოსნების თავისუფლებას და პრინციპებს ვინც საფრთხის ქვეშ დააყენებს, აუცილებლად გადაინაცვლებს უკანა პლანზე.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: