მთავარი საკითხავი როგორ ვიცხოვროთ ისე, რომ მფარველი ანგელოზის მადლი არასოდეს მოგვშორდეს

როგორ ვიცხოვროთ ისე, რომ მფარველი ანგელოზის მადლი არასოდეს მოგვშორდეს

by guramus

მფარველი ანგელოზი სულ თან დაგვყვება, გვიფარავს მაშინაც კი, როდესაც ვცოდავთ, ის იშვიათად გვინაწყენდება, მაგრამ თუ ასე მოხდა, აუცილებლად ცუდად წავა ჩვენი საქმე, ასე და ამგვარად, უნდა ვიცხოვროთ მაქსიმალურად ქრისტიანულად და სათნოდ.

წაიკითხეთ მფარველი ანგელოზის ლოცვები – აუცილებლად, ყოველდღე წაიკითხეთ მფარველი ანგელოზის ლოცვები, ამის გარეშე მათ ძალიან ვშორდებით.

წაიკითხეთ დილის და საღამოს ლოცვები – ეს თქვენს სულს გაწმენდს, ბედნიერებას მოგანიჭებთ და თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ.

თქვით აღსარება ყოველ კვირას – თუ ყოველ კვირას ვერ მოახერხებთ, თვეში ერთხელ მაინც, ეს აუცილებელია თქვენი სხეულის და სულის განსაწმენდად.

ეზიარეთ რეგულარულად – ეზიარეთ კვირაში ერთხელ მაინც, ამაზე დიდი მადლი არ არსებობს. არ გამოტოვოთ დღესასწაულები, როგორებიცაა აღდგომა (დიდ ხუთშაბათს ზიარება ძალიან დიდი მადლია) და ა.შ.

შვიდგზის ზეთისცხება – ნათქვამია, რომ შვიდგზის ზეთისცხება სულს წმენდს და მოგიტევებთ ცოდვებს, რომლებიც მიუტევებელი გაქვთ (არ გითქვამთ აღსარებაში), ამიტომ ესეც აუცილებელია.

აუცილებლად გადაიკითხეთ შემდეგი სტატიაც – როგორ მოვიქცეთ, როცა ცოდვას ჩავდივართ (მამა თეოდორე)