“გასახდომად, კანის გასაწმენდად და თმის აღსადგენად” გამოიყენეთ მხოლოდ ბრინჯიანი წყალი

თავის მოვლა დღესდღეობით დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ყველას არ აქვს საშუალება გამოიყენოს ძვირადღირებული საშუალებები. ამ სტატიაში კი გვინდა გაგანდოთ აზიური სილამაზის საიდუმლო, რომელიც ძალიან პოპულალურია და შედეგი გასაოცარი აქვს.

ბრინჯი ძალიან სასარგებლო პროდუქტია და ბევრი დადებითი თვისება გააჩნია. მოგეხსენებათ ეს პროდუქტი აზიური სამზარეულოს და მედიცინის ერთერთ მნიშვნელოვან ინგრედიენტს წარმოადგენს. მას ფართო გამოყენება აქვს იაპონურ და ჩინურ საოჯახო მედიცინებში.

ბრინჯის დახმარებით შესაძლებელია კანის გაწმენდა, წონაში დაკლება და დაზიანებული თმის აღდგენა.

კანის გასაწმენდად დაგჭირდებათ თეთრი ბრინჯი და ონკანის წყალი. 1 ჭიქა ბრინჯი გარეცხეთ და მოათავსეთ ემალის ჭურჭელში. დაასხით წყალი და გააჩერეთ 15 წუთი. ამ პერიოდში ბრინჯიდან წყალში გადავა მნიშვნელოვანი მინერალები და წყალი სასარგებლო გახდება. გადაწურეთ წყალი და მოათავსეთ ცალკე ჭურჭელში. ამის შემდეგ დაიბანეთ სახე ამ წყლით.

წონაში დასაკლებად ბრინჯი უნდა მოხარშოთ ბევრ წყალში, ჩვენთვის მნიშვნელოვანი სწორედ ნახარშია. დილით, საუზმის ნაცვლად დალიეთ ეს ნახარში. და 2 საათის განმავლობაში არ შეჭამოთ არაფერი. 1 ჭიქა ბრინჯს დაასხით 5 ჭიქა წყალი და ძალიან დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 2-4 საათი. შეგიძლიათ ცოტა მარილიც დაუმატოთ.

თმის აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა. ბრინჯს შეუძლია თმის დაზიანებული ნაწილები გააჯანსაღოს. ფაქტია, რომ 80 წლის აზიელი ქალები შესანიშნავი ვარცხნილობით გამოირჩევიან.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ ბრინჯის ნახარში. წამოდუღების შემდგ გადაწურეთ და 1 დღით გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. მოხმარებამდე კიდევ წამოადუღეთ და ნახარშიც მზად არის. ცოტა რომ შეგრილდება, გადაივლეთ დაბანილ თმაზე და ჩამოიბანეთ გრილი წყლით.


Loading...

  კომენტარები