მთავარი ურთიერთობები რატომ არის სექსი ტაბუდადებული თემა და რატომ უნდა შევიცვალოთ დამოკიდებულება

რატომ არის სექსი ტაბუდადებული თემა და რატომ უნდა შევიცვალოთ დამოკიდებულება

by guramus

სექსი – ეს არის დღევანდელი (და ალბათ ყველა დროის) ყველაზე პოპულარული თემა. თუმცა საქართველოში ამას ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდნენ და გარყვნილებად თვლიდნენ, დღეს დაგარწმუნებთ, რომ სექსი არ არის ცუდი და რატომ უნდა ვიყოთ გახსნილები ამ თემასთან დაკავშირებით.

სექსი არ არის სიბილწე – სექსი ისეთივე აქტივობაა, როგორც სირბილი, ჭამა ან ძილი. ამაში გარყვნილების არაფერია, პირიქით – ეს თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებლობაც კია.

თქვენს სხეულს ეს ჭირდება – თუ თქვენ სექსი დიდი ხნის განმავლობაში არ გექნებათ, დიდი შანსია სტრესის კოეფიციენტი გაიზარდოს და ეს თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახოს. იცოდით, რომ სტრესი აუმჯობესებს იმუნურ სისტემას და გულის ფუნქციონირებას?

თქვენ ბავშვი აღარ ხართ – სექსის გაგებისას “შშშ”-ს თქმა უკვე ბავშვური და სულელურია. როდესაც ვინმე ამაზე საუბარს წამოჭრის, იყავით გახსნილები, დაელაპარაკეთ, თუნდაც ურჩიეთ თქვენი გამოცდილებიდან რამე.

დღევანდელი ტრადიციების ზეგავლენა – ჩვენ ქრისტიანულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომელიც გვეუბნება რომ სექსი გარყვნილებაა. ეს ცოტა არ იყოს გადამეტებულია. თუ მხოლოდ ცოლ-ქმარს შორის უნდა იყოს სექსი, რაღა ქნან ადამიანებმა, რომლებიც ვერ (ან არ) ქორწინდებიან?

მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრება მშვენიერია – არ არის აუცილებელი, მხოლოდ ერთ სექს პარტნიორთან გქონდეთ გატარებული მთელი ცხოვრება (რა თქმა უნდა თუ დაქორწინებული არ ხართ), დღევანდელი ახალგაზრდობა ამას უკვე კარგად ხვდება და შესაბამისადაც იქცევა. თუ დამეკითხებით, ერთი კაცის/ან ქალის ყოლა მუდმივად იგივეა, რომ ყოველდღე ერთი და იგივე საკვები მიირთვათ.

გააგრძელეთ კითხვა – რა ცვლილებებს იწვევს სექსი ორგანიზმში

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: