მთავარი ურთიერთობები 5 ნიშანი, რომ თქვენი პარტნიორი სერიოზული ურთიერთობისთვის არ გამოდგება

5 ნიშანი, რომ თქვენი პარტნიორი სერიოზული ურთიერთობისთვის არ გამოდგება

by guramus

ურთიერთობები შეიძლება იყოს როგორც სახალისო, ასევე წარუმატებელი. ხანდახან არც ისე გვიმართლებს. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ ავარჩიოთ პარტნიორი სერიოზული ურთიერთობისთვის. წარმოგიდგენთ 5 ნიშანს, რომელიც მიგახვედრებთ, რომ თქვენი პარტნიორი სერიოზული ურთიერთობისთვის არ არის მზად.

1 . ისინი თავს დამნაშავედ არ გრძნობენ – კამათში ორი ადამიანია საჭირო. თუ ყველაფერში, რაც ხდება, თქვენ გამოჰყავხართ დამნაშავე, ცუდ სიტუაციასთან გვაქვს საქმე.

2 . ფიქრობენ, რომ ყოველთვის მართლები არიან – ურთიერთობის მთავარი მიზანი არის ურთიერთგაგება. თუ ადამიანი თქვენს ყველანაირ მოსაზრებას უარყოფს, გაუშვით…

3 . ამბობენ, რომ ბევრი ვარიანტი აქვთ – ყველაზე ცუდი გრძნობაა, როდესაც იმ “ბევრიდან” ერთ-ერთი ხარ. თქვენმა პარტნიორმა თავი უნდა გაგრძნობინოთ განსაკუთრებულად და არა პირიქით. ხოლო თუ ხშირად გიხსენებთ, რომ სხვა გოგოსთან/ბიჭთან აქვს შანსი, ეს ჩამოუყალიბებლობის ნიშანია.

4 . არასდროს რეალურ პაემანზე არ მიყავხართ – თქვენი პაემანი ყოველთვის პარკში ჯდომის, ან ყავის დალევით შემოიფარგლება. მათ არ უნდათ თქვენზე ზედმეტი დროისა და თანხის დახარჯვა.

5 . თავიანთ თავზე მეტად ზრუნავენ – თუ ისინი თავიანთ გრძნობებს თქვენსაზე წინ აყენებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხებზე კიდიხართ. ასეთი ადამიანის ყოლა კი მხოლოდ გავნებთ.

გააგრძელეთ კითხვა და გადაავლეთ თვალი დღის პოპულარულ სტატიას – 5 არარომანტიული ნიშანი, რომ მას გაგიჟებით უყვარხართ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: