მთავარი საკითხავი “დამცინავი დუმილი ყველაზე უფრო დამამცირებელი პასუხია” – მიშელ დე მონტენის ცხოვრებისეული გამონათქვამები

“დამცინავი დუმილი ყველაზე უფრო დამამცირებელი პასუხია” – მიშელ დე მონტენის ცხოვრებისეული გამონათქვამები

by guramus

მიშელ დე მონტენის ცხოვრებისეული გამონათქვამები

1. სხვას რომ ასწავლო, ამას უფრო მეტი ჭკუა სჭირდება, ვიდრე თვითონ რომ ისწავლო.

2. ბევრი რამ უნდა ისწავლო, რათა შეიგნო რომ ცოტა რამ იცი.

3. ცხოველებს დიდებული თავისებურება აქვთ – სიმხდალის გამო ლომი არ გახდება მეორე ლომის მონა.

4. შეუძლებელია პატიოსანი და გულწრფელი ეკამათოს რეგვენს.

5. თუ მართლაც არსებობს კარგი „ქორწინების ცნება“, ის აუცილებლად არა მხოლოდ სიყვარულს, არამედ მეგობრობას ეფუძნება.

6. დამცინავი დუმილი ყველაზე უფრო დამამცირებელი პასუხია.

7. სიბრძნის საუკეთესო დამამტკიცებელი საბუთია, მუდამ ხალისიანად ყოფნა.

8. საშიშროების უმრავლესობა სწორედ მაშინ გვაწყდება თავს, როცა მისგან გაუაზრებლად ცდილობთ გაქცევას.

9. კარგად მოწყობილი ტვინი უფრო მეტის ღირსია, ვიდრე კარგად ავსებული.

10. რატომ არის, რომ თავის ნაკლოვანებებს არავინ აღიარებს? ამიტომაცაა,რომ ნაკლოვანებები ახლაც რჩება მათში. საკუთარი სიზმრის მოსაყოლად გამოღვიძებაა საჭირო.

თუ მოგეწონათ სტატია ასევე წაიკითხეთ:
ცხოვრების აზრის პოვნა უაზრო სამყაროში – ამონარიდი ლევ ტოლსტოის ნაწერებიდან
დანტე ალიგიერის ტოპ 5 გამონათქვამი (“ღვთაებრივი კომედიის” ავტორი)
ილია ჭავჭავაძის საოცარი გამონათქვამები

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: