მთავარი საკითხავი სიყვარული არ უნდა დაწერო … უნდა იგრძნო – ვინი პუჰი

სიყვარული არ უნდა დაწერო … უნდა იგრძნო – ვინი პუჰი

by guramus

რთულია იპოვო ადამიანი, რომელსაც ვინი პუჰის შესახებ არაფერი სმენია. ეს საოცარი პერსონაჟი, თავისი უბრალოებითა და საყვარელი ჰაბიტუსით უკვე მერამდენე წელია ახალისებს ბავშვებსაც და დიდებსაც. ძვირფასო მკითხველო, გთავაზობ ამ საყვარელი დათუნიას რამდენიმე ბრძნულ გამონათქვამს – თან გახალისდები, თან დაფიქრდები: 1. გოჭი: – როგორ იწერება „სიყვარული“?

ვინი პუჰი: – სიყვარული არ უნდა დაწერო… უნდა იგრძნო.

2. „შენ ბევრად ჭკვიანი და გამბედავი ხარ, ვიდრე გგონია, და ბევრად ძლიერი, ვიდრე შეიძლება გეჩვენებოდეს.“

3. „თუ მოგეჩვენა, რომ თანამოსაუბრე არ გისმენს, იყავი მომთმენი. იქნება და უბრალოდ ყურში მოხვდა რამე.“

4. „თუ ჩვენ ოდესმე განშორება მოგვიწევს, შემინახე გულში, და მე სამუდამ დავრჩები შენთან“.

5. „ როგორც კი დაგინახე, მაშინვე მივხვდი, რომ თავგადასავლები მელის“.

6. „ხანდახან ყველაზე უმნიშვნელო რაღაცებს შენს გულში ყველაზე დიდი ადგილი უკავიათ.“

7. „ზოგი ადამიანი ზედმეტად მზრუნველია. ვფიქრობ, ზუსტად ამას ჰქვია სიყვარული.“

8. „თუ შენ აპირებ 100 წელი იცხოვრო, მაშინ მე 100 წელს მინუს ერთი დღე მინდა, რათა ერთი დღეც არ მომიწიოს შენს გარეშე სიცოცხლე“.

9. „ვფიქრობ, სიზმრებს იმისათვის ვხედავთ, რომ არასდროს დავშორდეთ ერთმანეთს. თუ ერთმანეთი გვესიზმრება სულ ერთად ვართ“.

10. „ შენ არ შეგიძლია ყოველთვის ტყის ერთ კუთხეში იჯდე და ელოდო, სანამ ვიღაცა გესტუმრება-უნდა ადგე და თვითონ ესტუმრო ვიღაცას“.

11. „ დამპირდი, რომ არასდროს არ დამივიწყებ. თუ მეგონება, რომ დამივიწყებ, არასდროს არ წავალ“.

12. „მცირე ყურადღება და მზრუნველობა სხვებზე არსებითად ცვლის ყველაფერს“.

13. „სიყვარული იხევს რამდენიმე ნაბიჯით…რათა დაუთმოს ადგილი იმის ბედნიერებას, ვინც გიყვარს“.

14. „ჩემი ყველაზე საყვარელი დღე-შენთან ერთად გატარებული დღეა. ამიტომ დღეს ჩემი კიდევ ერთი საყვარელი დღეა“.

15. „ვერავინ ვერ მოიწყენს მანამ, სანამ ბუშტი აქვს“.

16. „ძალიან ბედნიერი ვარ, რადგანაც მაქვს ის, რაც პატიების სიტყვების წარმოთქმას მაიძულებს.“