მთავარი რჩევები მრავალძარღვას ეს ნაყენი კურნავს გასტრიტს, კოლიტს, ნაწლავის წყლულს და ბრონქიტს

მრავალძარღვას ეს ნაყენი კურნავს გასტრიტს, კოლიტს, ნაწლავის წყლულს და ბრონქიტს

by guramus

მრავალძარღვა ფართოდ გამოიყენებოდა ხალხურ მედიცინაში. მას საოცარი სამკურნალო თვისებები აქვს. ჯერ კიდევ X საუკუნიდან იწყება მისი მოხმარება არაბეთსა და სპარსეთში.

მრავალძარღვას ფოთოლში დიდი რაოდენობით არის ორგანული მჟავა, პოლისაქარიდი, ფლავონოიდი, კაროტინოიდი, К და С ვიტამინები და ბევრი სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება. ამგვარი შემადგენლობის წყალობით, მრავალძარღვას ნახარშებს, ნაყენებსა და წვენებს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს.

1. აქრობს ანთებას და ახორცებს ჭრილობას – მცენარის ახალი წვენი და ფოთლები აჩერებს ჭრილობიდან სისხლდენას, ბლოკავს ანთების წარმომქმნელ კერებს და აყუჩებს ტკივილს. ამასთანავე ძლიერი ანტისეპტიკია. მრავალძარღვას წვენი შეუცვლელია წყლულოვანი ანთებებისა და დიდხანს შეუხორცებელი ჭრილობების დროს.

2. ანთების საწინააღმდეგო – მრავალძარღვას წვენი გამოიყენება კუჭისა და ნაწლავების დაავადებებისას. მას საოცარი ბაქტერიციდული თვისებები აქვს, აწესრიგებს ქოლესტერინის ცვლას.

3. სასუნთქი გზების დაავადებების დროს – მრავალძარღვას ნახარშს შეუძლია ნახველისგან გაგათავისუფლოთ. მას აქვს უნარი გაწმინდოს ბრონქები. მრავალძარღვას ნაყენებს მშრალი ხველის, ყელის ტკივილისა და გართულებული ყლაპვის დროსაც იყენებენ. ის ეფექტურად სპობს ანთებას, დაავადების გამომწვევ ბაქტერიებსა და ვირუსებს.

4. ნერვული აშლილობების, შფოთიანობის და უძილობის დროს – მრავალძარღვას ნაყენებს ხშირად იყენებენ როგორც ძილისმომგვრელ საშუალებებს. ეს მცენარე ამშვიდებს ნერვულ სისტემას, მომატებულ აღგზნებადობას, და კურნავს ნერვოზის მსუბუქ ფორმებს.

ჭრილობებიდან სისხლდენის, დაჟეჟილობის, დამწვრობის, მწერების ნაკბენის დროს:

დააქყცმაცეთ მრავალძარღვას ფოთლდები, დასრისეთ და დაიდეთ მტკივნეულ ადგილას. შეიხვიეთ და კომპრესი გამოიცვალეთ ყოველ 2-3 საათში. 2 ს/კ მრავალძარღვას გამხმარ ფოთლებს დაასხით 1 ჩ/ჭ  მდუღარე წყალი და 30 წუთი გააჩერეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ. მიღებული სითხით შეგიძლიათ დაიბანოთ დაზიანებული ადგილები.

გასტრიტის, კოლიტის, ენტეროკოლიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს:

3 ს/კ მრავალძარღვას გამხმარ ფოთლებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 6-8 საათი და მიიღეთ 1/3 ნაყენი 3 ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ასთმის, პლევრიტის, ხველების, ყივანახველის დროს:

1 ს/კ დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ, 1
საათის შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1ჩ/ჭ ნაყენი დღის განმავლობაში ყლუპობით.

ბრონქიტის (შესქელებული ნახველის) დროს:

4 ს/კ დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 0, 5 ლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 4 საათი. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 4-ჯერ.

მრავალძარღვას სიროფის მიღება უკუნაჩვენებია:

1. არ გამოიყენოთ თუ თრომბისა და სისხლის შედედებისკენ გაქვთ მიდრეკილება.

2. დაუშვებელია მისი მოხმარება კუჭის მომატებული მჟავიანობის დროს.

3. ალერგიის დროს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: