მთავარი საკითხავი ქენდის ბუშნელის ეროტიკული ლიტერატურა

ქენდის ბუშნელის ეროტიკული ლიტერატურა

by guramus

ამერიკელმა ქენდის ბუშნელმა სახელი ეროტიკაზე წერით გაითქვა. გაზეთებში გამოცემული სვეტები ერთ წიგნად აქცია და ცნობილი წიგნი -“სექსი დიდ ქალაქში გამოსცა,” რომელზეც შემდგომში პოპულარული ტელესერიალი გადაიღეს. 6 სეზონიანმა საპნის ოპერამ რამდენიმე ემის და ოქროს გლობუსის ჯილდო დაიმსახურა.

წლების წინ,”სექსი დიდ ქალაქში” ტელეკომპანია რუსთავი 2-მა იყიდა და ქართველ მაყურებელს რამდენიმე სეზონი უჩვენა.

  • “ყველაფერი იყიდება”

ჯეინი უილკ ოქსი წიგნის მთავარი პერსონაჟია. მოდელი ვიზუალურად დახვეწილი და ლამაზია, მაგრამ გონებრივად, არც ისე. ჯეინის გარკვეული კომპლექსები აწუხებს, ამიტომაც ცდილობს მდიდარი და გავლენიანი მამაკაცების წრეში იპოვოს ადგილი, მათი დახმარებით რომ შეძლოს ყველა მიზნის მიღწევა.

 

  • “ოთხი ქერათიანი”

ამბობენ, რომ ქერა ქალები სულელები არიან… მით უფრო, თუ ერთად იყრიან თავს და ერთ სამეგობრო წრეში ტრიალებენ. ოთხი ქერათმიანი ლამაზმანის ცხოვრებას სექსი და გართობა წარმოადგენს.

ამბობენ, რომ მამაკაცებს ქერათმიანი ქალები მოსწონთ. ნეტავ, თავად ქერა ლამაზმანებს როგორი მამაკაცები მოსწონთ?…”

 

 

  • “სექსი დიდ ქალაქში”

წიგნი ავტორის რეალურ ამბებს ეფუძნება. ქენდის ბუშნელი ჩვეულებრივი პროვინციელი ჟურნალისტი იყო, რომელიც ნიუ ორკს ეწვია. ამბიციური ჟურნალისტი მალე New York Observer-ში წერდა ამბებს საკუთარ ცხოვრებაზე და საკუთარი ცხოვრებიდან. ერთი პატარა სვეტი მალე გვერდებად იქცა და ჟურნალისტმა უცებ დაიპყრო მკითხველთა ყურადღება.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: