მთავარი კულინარია ბადრიჯანი ნიგვზით

ბადრიჯანი ნიგვზით

by guramus
ინგრედიენტები:
  • ბადრიჯანი
  • ნიგოზი – 100 გრ
  • ხახვი – 250 გრ
  • ნიორი – 2 კბილი
  • ყვითელი ყვავილი – 2 ჩ/კ
  • ქინძის თესლი დაფქული – 2 ჩ/კ
  • უცხო სუნელი – 1 ჩ/კ
  • ოხრახუში – 1 ჩ/კ
  • ძმარი
  • წითელი წიწაკა
  • მარილი – გემოვნებით
  • ბროწეულის მარცვლები – სურვილისამებრ

 

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ბადრიჯანი და მოვაჭრათ თავები. დავჭრათ მიახლოებით 5 მმ სისქის ფენებად. ჩავყაროთ ჯამში და მოვაყაროთ მარილი, ასე გავაჩეროთ 30-40 წუთი. ამის შემდეგ გავწუროთ რათა რაც სიმწარე აქვს გამოუვიდეს და შევწვათ ზეთში.  დავჭრათ ხახვი წვრილად და მოვუშოთ ზეთში. ნიორი, ნიგოზი, დაფქვილი წიწაკა, უცოხო სუნელი და მოთუშული ხახვი გადავურიოთ ერთმანეთში კარგად, დავამატოთ ცოხაოდენი წყალი და ხელახლა გადავურიოთ ახლა უკვე ბლენდერის შაშუალებით. მიღებული მასა ავიღოთ, თხლად მოვათავსოთ  გაცივებულ ბადრიჯანზე და გადავკეცოთ ან დავახვიოთ შემდეგ მოვათავსოთ კონტეინერში და შევინახოთ მაცივარში. სუფრაზე გატანისას ლანგარზე მოვათავსოთ სალათის ფურცლები მათზე კი ლამაზად დავალაგოთ ბადრიჯანი და მოვაპნიოთ ბროწეულის მარცვლები.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: