მთავარი საკითხავი ერიხ მარია რემარკის ქართულად ნათარგმნი წიგნები

ერიხ მარია რემარკის ქართულად ნათარგმნი წიგნები

by guramus

ერიხ მარია რემარკის წარმოუდგენელ პოპულარობაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. წარმოგიდგენთ, იმ წიგნების ნუსხას, რომელიც ჩვენს მშობლიურ ენაზე უკვე თარგმნილია და სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ წიგნების მაღაზიებს ნებისმიერ დროს მიაკითხოთ.

  • “ტრიუმფალური თაღი”

ჩვენს მიერ შედგენილი სია ზემოხსენებული წიგნის გარეშე წარმოუდგენელია.”ტრიუმფალური თაღი” ავტორის ყველაზე ცნობილ და პოპულარულ შემოქმედებას წარმოადგენს. წიგნის მთავარი პერსონაჟი, სახელად რავიკი პარიზში ცხოვრობს და ემიგრანტის საშინელ ბედს იზიარებს. პერსონაჟი საკუთარ თავს უამრავ კითხვას უსვამს და თავადვე ცდილობს ეძიოს პასუხები.

 

  • “ლისაბონის ღამე”

ერიხ მარია რემარკის ლიტერატურა ომის ელემენტებით საკმაოდ არის გაჯერებული. ავტორი არსებული სოციალური ფონიდან გამომდინარე წერს. “ლისაბონის ღამე” არის წიგნი ომზე, ნაციზმსა და დაჩაგრულ ხალხზე. ერიხ მარია რემარკის გმირების სულიერი სამყარო და დატრიალებული უბედურება საბედისწეროდ ერწყმის ერთმანეთს.

ავტორი ამჯერადაც პირველ პირში გვიყვება საკუთარი პერსონაჟების განცდებზე.

  • “ნასესხები სიცოცხლე”

ერიხ მარია რემარკის რომანი „ნასესხები სიცოცხლე“ 1959 წელს გამოქვეყნდა. რომანის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ლილიანი ტუბერკულოზით დაავადებული ახალგაზრდა ქალია, რომელსაც სამკურნალო დაწესებულებაში დარჩენილი ცხოვრების გატარება არ სურს. მას შემდეგ რაც იგი ავტომრბოლელ კლერფერს შეხვდება, ისინი ევროპაში სამოგზაუროდ მიდიან.

  • “სამი მეგობარი”

წიგნი მეგობრებზე და მათ თავგანწირვაზე მოგვითხრობს. სიყვარულზე, რომელიც ფიზიკურად შეიძლება აღარ არსებობდეს, მაგრამ არასდროს მოკვდება.

მწერალი პირველად “სამი მეგობრის” გამოსვლის შედეგ შენიშნებს და აუკრძალეს წერა. რემარკმა კი ანდერძის დატოვება მაინც მოასწრო: “სიყვარულის გარეშე ადამიანი იგივეა, რაც შვებულებაში გასული მიცვალებული.”

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: