5.6K
ინგრედიენტები:
- ლობიო – 500 გრ
- ნიორი – 3-4 კბილი
- ხახვი – 2 თავი
- დაფნის ფოთოლი – 1-2 ცალი
- მარილი – გემოვნებით
- ოხრახუში – ერთი კონა
- ქინძი – ერთი კონა
- ნიახური – ერთი კონა
- რეჰანი – ერთი კონა
მომზადების წესი:
გავრეცეთ ლობიო და ჩავყარეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და დადგით ცეცხლზე. ხარშვის პროცესში თუ წყალი დაშრა დაამატეთ. ლობიო როდესაც ნახევრად მოიხარშება შეურიეთ დაჭრილი – ნიორი, წიწაკა, ნიახური და დაფნის ფოთოლი. ხოლო როდესაც ლობიო უკვე კარგად მოიხარშება დაამატეთ – რეჰანი, ქინძი და ოხრახუში. შემდეგ კარგად ამოლესეთ ხის კოვზის ან ლობიოს სალესის საშუალებით. დაელოდეთ 10-15 წუთი და თქვენი ლობიო მზადაა.