მთავარი კულინარია გოგრის სუპი ქათმის ხორცით

გოგრის სუპი ქათმის ხორცით

by guramus
ინგრედიენტები:
  • გოგრა – 400 გრ
  • ქათმის ფილე – 200 გრ
  • კარტოფილი – 2-3 ცალი
  • წითელი ოსპი 1/2 ჭიქა
  • დაფნის ფოთოლი
  • მარილი
  • პილპილი
  • წყალი – 1,5 ლ
  • ქონდარი
  • ოხრახუში
  • გახეხილი ყველი

 

მომზადების წესი:

დავჭრათ ქათმის ფილე პატარა ნაჭრებად, ქვაბში ჩავასხათ  3 ს/კ ზეთი და ფილე დავბრაწოთ. შემდეგ ხახვი დავჭრატ წვრილად და ფილესთან მოვთუშოთ. გოგრა და კარტოფილი დავჭრათ პატარა კუბიკებად და ჩავყაროთ ქვაბში. დავასხათ წყალი და ავადუღოთ. გავრეცხოთ ოსპი, დაფნის ფოთოლი და ჩავაგდოტ ქვაბში. ვხარშოთ იქამდე სანამ ოსპი და ბოსტნეული არ დარბილდება.  ამის შემდეგ ვამატებთ მარილს, პილპილს, ოხრახუშს და ქონდარს. თეფშზე გადმოღების შემდეგ მოვაწაროთ გახეხილი ყველი.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: