მთავარი ურთიერთობები როგორ უნდა მოიქცეთ პირველ პაემანზე იმისთვის, რომ ურთიერთობა გაგრძელდეს?

როგორ უნდა მოიქცეთ პირველ პაემანზე იმისთვის, რომ ურთიერთობა გაგრძელდეს?

by guramus

 

თქვენს “მსხვერპლს” უნდა აჩვენოთ რომ თქვენი თავის მიმართ პატივისცემით ხართ განწყობილები. თუ დაბალი თვითშეფასება გაქვს და საკუთარ თავს თავად არ სცემ პატივს მაშინ სხვისი მოხიბვლა ძალიან გაგიჭირდებათ. მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას რომ სულ თქვენს მშვენიერებაზე ისაუბროთ, ან იმაზე თუ როგორ ია-ვარდით მოჭედილ ცხოვრებას სთავაზობთ თქვენს პარტნიორს.

ისაუბრეთ თქვენს გატაცებებზე, წიგნებზე, საყვარელ ადგილებზე, ჰობზე და ა.შ. ეს უფრო მაცდუნებელი იქნება და მის თვალშიც ამაღლდებით. ასევე ძალიან კარგი იქნება თუ საკუთარ შეცდომებსაც დაინახავთ.

აჩვენეთ თქვენი სისუსტე ხანდახან პარტნიორს, თუ როგორი მგრძნობიარე ხართ და სისუსტე თქვენი იარაღი გახდება.

იყავით გულწრფელები. ფრაზა – „იცი,ვნერვიულობ“, აღწევს მის გულში, იმიტომ რომ დიდი ალბათობით თავადაც ძალიან ნერვიულობს. გარდა ამისა, ის ხედავს, რომ ცოტა შეშინებული ხართ და ნერვიულობთ, მაგრამ ცდილობთ გაუმკლავდეთ ამ ნერვიულობას და შიშს და ეს თქვენ პაემანზე სუსტ და ამავდროულად, ძლიერ ადამიანად წარმოგაჩნეთ, რაც ნამდვილად დიდი კოზირია.

წარმოუდგენლად მაცდურია საუბარი ღიმილით.

ადამიანის მოსახიბლად კიდევ ერთი ნაბიჯი არის მიანიშნოთ მას, რომ ხედავთ მის პოზიტიურ მხარეებს და აფასებთ.

ადამიანის მოხიბვლა ბევრი რამითაა შესაძლებელი, მაგრამ არის ერთი და მთავარი – საკუთარი თავის ცოდნა და ფლობა.

თუ მოგეწონათ სტატია ასევე წაიკითხეთ:

5 რამ, რაც საყვარელ ადამიანს არასოდეს არ უნდა გაუკეთოთ – ისევ თქვენს საკეთილდღეოდ

რჩევები: როგორ მოვახდინოთ ეფექტი მოსაუბრეზე პირველივე წამიდან?

5 ქალური საიდუმლო, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუმხილოთ მამაკაცს