მთავარი კულინარია ხაჭოს ტორტი „ჭადრაკი“

ხაჭოს ტორტი „ჭადრაკი“

by guramus

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ხაჭოს ტორტი.

საჭირო ინგრედიენტები:
  • რძე – 50 მლ
  • კაკაო – 1 ს/კ
  • კარაქი – 150 გ
  • ფქვილი – 180 გ
  • კვერცხი – 3 ცალი
  • გამაფხვიერებელი – 1 ჩ/კ
  • კვერცხი – 4 ცალი
  • შაქრის პუდრა – 120 გ
  • ხაჭო – 700 გ
  • არაჟანი – 200 გ
  • კარაქი – 125 გ
  • ფქვილი – 2 ს/კ
  • ვანილის ექსტრაქტი – 1 ს/კ
  • შოკოლადი – 100 გ
  • კარაქი – 50 გ
მომზადების წესი:

მოსამზადებლად ქვაბში ჩავასხათ რძე, დავუმატოთ კაკაო, შაქარი და კარაქი. დავდგათ ცეცხლზე და ვურიოთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. ამის შემდეგ გაცივებულ მასას დავუმატოთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და კვერცხი და ავურიოთ. გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ ფოლგა ან პერგამენტი, ჩაასხით ცომი და მოასწორეთ, ხოლო შემდეგ უკვე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 25 წუთი. გამოვიღოთ ღუმლიდან და გავაცივოთ. ამის შემდეგ, ხაჭოს კრემის მოსამზადებლად ავთქვიფოთ კარაქი, შაქრის პუდრა და კვერცხის გულები ერთად. დავუმატოთ დაუმატეთ პატარ-პატარა ულუფებად ხაჭო და არაჟანი, ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ამასთან ერთად ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილა და დავუმატოთ ხაჭოს მასას. მოვათავსოთ მასა მაცივარში. გავჭრათ შოკოლადის ბიწკვიტი 10 თანაბარ მოგრძო ნაჭრად. კვლავ ავიღოთ გამოსაცხობი ფორმა, ჩავაფინოთ ან საკვების შესაფუთი ცელოფანი, ან პერგამენტი. ჩავალაგოთ ბისკვიტის ნაჭრები ერმთნეთისგან თანაბარი დაშორებით. თავისუფალი ადგილები ბისკვიტებს შორის ამოავსეთ ხაჭოს კრემით. ახლა დაადეთ მეორე ფენა, მაგრამ ახლა ხაჭოს კრემზე დადეთ შოკოლადის ბისკვიტის ნაჭრები. ახლა საჭიროა გავადნოთ წყლის აბაზანაზე კარაქი და შოკოლადი – უკეთესი იქნება გამოიყენოთ რძის და შავის თნაბარი პროპორციებით. შემდეგ დაჭერით ქაღალდის მოგრძო ნაჭრები, დაალაგეთ ტორზე ტრაფარეტისთვის და კვადრატებს მოაყარეთ შაქრის პუდრა. ტორტი მზად არის!