ხინკალი

by guramus

როგორ მოვამზადოთ ხინკალი, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს.

საჭირო ინგრედიენტები:
  • 1 კგ ძროხის ხორცი
  • 1 კგ ფქვილი
  • 4-5 თავი ხახვი
  • 3-4 ძირი მწვანილი
  • 2 ცალი კვერცხი
  • მარილი, პილპილი,- გემოვნებით
მომზადების წესი:

მოვზილოთ ჩვეულებრივი, მაგარი ცომი თეთრი პურის ფქვილით, კვერცხითა და ცივი მარილწყლით. გულსართის მოსამზადებლად მსუქანი ძროხის ხორცის რბილი ნაჭრები გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ხახვთან ერთად. შემდეგ, დაკეპილი ოხრახუშით, ქინძით, შავი პილპილით, მარილით, დავზილოთ და გავაზაოთ წყლით. გავაბრტყელოთ ცომი, ამოვჭრათ ერთნაირი ზომის რგოლები, ოლო როდესაც გულსართი მზად იქნება შუა ადგილზე დავაწყოთ თითო კოვზი გულსართი და მოვუკრათ თავი. ამის შემდეგ ჩავუშვათ მარილით შეზავებულ მდუღარე წყალში. დუღილის დროს სასურველია ქვაბი ვატრიალოთ, რათა ძირზე არ მიიკრას. როცა მზად იქნება, ხინკალი ამოვალაგოთ ქაფქირით.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: