მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ ნამდვილი სვანური კუბდარი?

როგორ მოვამზადოთ ნამდვილი სვანური კუბდარი?

by guramus

კუბდარის მომზადების სუპერ რეცეპტი, რომელიც ნებისმიერ დიასახლისს გამოადგება.

საჭირო ინგრედიენტები:
  • 1 კგ ფქვილი
  • 15-20 გ საფუარი
  • 120 მლ თბილი რძე ან წყალი
  • 50 მლ ზეთი
  • 1 ჩ.კ მარილი
  • 2 ც კვერცხის გული
  • 500 გრ ღორის ხორცი
  • 500 გ ძროხის ხორცი
  • 3 თავი ხახვი
  • 2 ჩ.კ ხმელი ქინძი
  • 2 ჩ.კ ძირა
  • 2 ჩ.კ ბეგქონდარა
  • მარილი,შავი პილპილი, წითელი წიწაკა- გემოვნებით
  • 50 გ კარაქი ზემოდან წასასმელად
მომზადების წესი:

პირველ რიგში ხორცის ნაჭრები ძალიან წვრილად დაკეპეთ. შემდეგ წვრილად დაჭერით ხახვიც. ხორცს აუცილებლად მოაყარეთ სანელებლები და მარილი.

ცომი კვლავ მოზილეთ, როგორც ხაჭაპურის ცომი. უკვე დაკეპილ ხორცს დაუამტეთ ხახვი, ზეთი და ხელით კარგად აზილეთ 20-30 წუთის განმავლობაში. დაყავით ცომი გუნდებათ და გააბრტყელეთ. მოათავსეთ თითოეულ ფირფიტაზე ხორცის ფარში.

კუბდარს პირი მოუკარით და ჯერ ხელით, ხოლო შემდეგ ცომის საგლინველათი გააბრტყელეთ. გამოაცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: