ზოდიაქოს ნიშნები და მათთვის დამახასიათებელი გარეგნობა

by guramus

ვერძი

საშუალო სიმაღლე ან საშუალოზე ოდნავ მაღალი, გამხდარი, წაგრძელებული სახე, გრძელი კისერი (ქალებში), მოწითალო ელფერი სახეზე, სახის თხელი ნაკვთები, შრამი ან ლაქა სახეზე (თავზე), რომელიც ახალგაზრდობაში შეიძინა, ღია ფერის თვალები (ღია ნაცრისფრიდან ­ ღია ყავისფრამდე), გამომწვევი გამოხედვა.

კურო

საშუალო სიმაღლე ან საშუალოზე დაბალი, ძვალმსხვილი, ჯმუხი აღნაგობა, სიმსუქნისკენ და მოხრილობისკენ მიდრეკილი. ფართო სახე, კვადრატული კონფიგურაციის, ძლიერი და მოკლე კისერი. უხეში სახის ნაკვთები, ფართო: შუბლი, ცხვირი, ტუჩები, მასიური ყბები. მრგვალი, ოდნავ ამოწეული და გაკვირვებული თვალები.

ტყუპები

მაღალი, ტანადი, მოქნილი კონფიგურაციის. ჩქარი და აქტიური სიარულის მანერა, გრძელი ხელები და თითები, მიმიკების სწრაფი ცვლა სახეზე, ნაცრისფერი ან წაბლისფერი თვალების ფერი, ღია ან მუქი წაბლისფერი თმა.

კირჩხიბი

საშუალო სიმაღლე ან საშუალოზე მაღალი, სიმსუქნისკენ მიდრეკილი, ოდნავ მოუქნელი სიარულის მანერა, ძვალმსხვილი აღნაგობა. სახე მრგვალი ან ოვალური ფორმის, დიდი ლოყები, სახე როგორც წესი ფერმკრთალი, სხვადასხვა კონფიგურაციის მოკლე ცხვირი, უფრო ხშირად ”კარტოფილის” ფორმის. ღია ფერის თვალები ­ ღია ნაცრისფრიდან ღია ყავისფრამდე. ფართო მკერდი, მოკლე კიდურები.

ლომი

მაღალი. მკრივი აღნაგობა, ფართო მხრები, ტანადი, წარმოსადეგი აღნაგობა. თავი დიდი და მრგვალი, სახე მოწითალო, ღია ფერის თმები, ხვეული. თვალები ღია ფერის, ხშირ შემთხვევაში ნაცრისფერი.

ქალწული

საშუალო სიმაღლე ან საშუალოზე მაღალი, აღნაგობა მწყობრი მოყვანილობის, მსუბუქი, ჩუმი სიარულის მანერა. ოვალური ან გამხდარი სახე, სწორი ან კეხიანი ცხვირი, სახის თხელი ნაკვთები.

გაგრძელება იხილეთ მეორე გვერდზე

0

ასევე დაგაინტერესებთ