დღეს მინდა წარმოგიდგინოთ წმინდა მამათა 10 გამონათქვამი, რომელიც გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ და გასწავლით, თუ როგორ ისწავლოთ ცხოვრება უფრო ქრისტიანულად და ბრძნულად.
ნუ მეტყვი, რომ გიყვარს უფალი – ეს მხოლოდ სიტყვებია: მიჩვენე სიყვარული საქმით.
რაც ჩვენთვის სასარგებლოა, სწორედ ის სურს ღმერთს, და რაც ღმერთს უნდა, ჩვენთვის სასარგებლოა.
როდესაც მოყვასს წყენის სანაცვლოს მიაგებ, მაშინ მას ღმერთი აღარ სჯის; ხოლო როდესაც შენ მიუტევებ, მაშინ უფალი ან მას დასჯის, ან შენ ცოდვებს მოგიტევებს.
როდესაც ჩიტები ჰაერში მაღლა დაფრინავენ, მათ მახით ვერ დაიჭერ; ასევე შენც ვერ დაგიჭერს ვნებებისა და საცდურების მახეები, როდესაც ზეცად ამაღლდები. ვინც მთის წვერზე ავიდა, მას ქალაქი და მისი გალავანი მცირედ მოეჩვენება, მიწაზე მოსიარულე ადამიანები კი – ჭიანჭველებად. ასევე შენც ყველაფერი მიწიერი არარაობად მოგეჩვენება, თუ ღვთის სიყვარულში ამაღლდები.
თავს ნუ აიმაღლებ, თუკი სხვებისთვის ლოცულობდი და უფალმა გისმინა; რამეთუ ეს მათმა რწმენამ იმოქმედა და აღასრულა.
სასოწარკვეთაზე დამღუპველი და საშინელი ცოდვა, სულისთვის არ არსებობს.
ყველაფერი ნელნელა აკეთე, თანდათან და არა უეცრად: სათნოება მსხალი როდია, უცებ რომ შეჭამო.
გულში მუდამ იმეორე იესოს ლოცვა: “უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”. შთაგონებით ილოცე და შენი გონი სულს შეუერთე.
ყველასათვის ყოველდღე ილოცე, მოიპოვე სულის მშვიდობა, რათა არავინ შეურაცხყო და არც შენ თვითონ გეწყინოს ვინმესგან შეურაცხყოფა. მაშინ კი ღმერთი მოგცემს სინანულის ცრემლს.
შევიყვაროთ სიმდაბლე და ვიხილავთ ღმერთის დიდებას: რამეთუ სადაც სიმდაბლეა, იქვეა ღმერთის დიდებაც. როგორც სინათლის გარეშე ყველაფერი წყვდიადით მოცულია, ასევე კაცის სულშიც სიმდაბლის გარეშე არაფერია – მხოლოდ წყვდიადი.
თუ მოგეწონათ სტატია ასევე წაიკითხეთ:
სამლოცველო კუთხე – სიწმინდეთა ადგილი სახლში, როგორი უნდა იყოს ის
მეორედ მოსვლა – 5 ნიშანი იმისა, რომ უკვე ბოლო ჟამია
ფილმები, რომლებიც ათეისტსაც კი მოაბრუნებს სარწმუნოებისკენ