მთავარი ასტროლოგია ზოდიაქოს 3 ნიშნით დაბადებული ქალი, რომელიც ძნელად პოულობს ქალურ ბედნიერებას

ზოდიაქოს 3 ნიშნით დაბადებული ქალი, რომელიც ძნელად პოულობს ქალურ ბედნიერებას

by guramus

ნებისმიერი ადამიანი ამქვეყნად იბადება იმისთვის, რომ იყოს ბედნიერი და სხვებსაც მიანიჭოს საკუთარი არსებობით ბედნიერება. თუმცა რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ხშირია ფაქტები, როცა პიროვნება ვერ ახერხებს თავისი ადგილის სწორად პოვნას ცხოვრებაში, ვერ პოულობს შესაფერის მეორე ნახევარს ან იდეალის დევნაში საბოლოოდ მარტო რჩება. ასტროლოგიური კვლევები, რომელიც მარტოხელა ქალებზე ჩატარდა და მათი მარტოობის ძირითად განპირობებელ ფაქტორებზე ძიებას დაეთმო, საბოლოოდ საინტერესო შედეგამდე მივიდა. გთავაზობთ იმ ქალების ტოპ სამეულს ვისაც პირად ცხოვრებაში ყველაზე ხშირად გააჩნია პრობლემები, საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის ნეგატიური თვისებებიდან გამომდინარე.

ვერძი
მისი პრობლემა ზედმეტად აგრესიული ხასიათი, მოუთმენლობა და სიფიცხეა. ვერძი ჯერ ამბობს (მოქმედებს) და მხოლოდ ამის შემდეგ იაზრებს რა ჩაიდინა ან თქვა. გაბრაზებულ გულზე ნებისმიერი ურთიერთობის დანგრევა შეუძლია, თუმცა შემდგომში ხშირად უხდება სანანებლად ეს. მისი ეჭვიანობაც არაერთგზისაა საპირისპირო სქესთან პრობლემების სათავე. ქალი ვერძი სკანდალების დიდოსტატია. ამიტომ უპრობლემოდ შეუძლია ნებისმიერ მამრს თავმოყვარეობა შეულახოს სახალხოდ გამართული ჩხუბითა და აყალმაყალით. იგი იმპულსური და ზედმეტად პირდაპირია, არ ფლობს ქალურ ეშმაკობას და დიპლომატიას, რის გამოც ხშირად ენგრევა ერთი შეხედვით ძალზე პერსპექტიულად შექმნილი ოჯახი. მამაკაცს ძალიან ღლის მისი ჰიპერაქტიური, აგრესიული და ფიცხი ხასიათი.

სტატიის გაგრძელება იხილეთ მეორე გვერდზე

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: