მთავარი კულინარია შოკოლადის დესერტი ნიგვზით: მომზადების წესი

შოკოლადის დესერტი ნიგვზით: მომზადების წესი

by guramus

გაეცანით თუ როგორ მოამზადოთ უგემრიელესი დესერტი ნიგვზით, რომელიც იმის გარდა რომ უგემრიელესია, სასარგებლოცაა ოჯახის თვითოეული წევრისთვის.

საჭირო ინგრედიენტები:
  • 200 გრ შოკოლადი
  • 1 ქილა შესქელებული რძე ( ”მალაკო”)
  • 100 გრ წვრილად დაჭრილი ნიგოზი
მომზადების წესი:

მოათავსეთ ჯამში “მალაკო” და დადგით ცეცხლზე. ცოტა ხნის შემდეგ, დაუმატეთ მას შოკოლადი და ურიეთ მანამ შესქელებულ, ერთიან მასას არ მიიღებთ. ამის შემდეგ, გადმოგდით ის და დაუმატეთ ნიგოზი. მიღებული მასა კარგად აურიეთ და მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე ან სასურველ ფორმაში. სულ ესაა, შედგით ის მაცივარში და აცადეთ 4 საათი.