მთავარი ასტროლოგია ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული მამაკაცი იმსახურებს “მეორე შანსს” ქალისგან

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული მამაკაცი იმსახურებს “მეორე შანსს” ქალისგან

by guramus

ალბათ ძალიან ბევრი ქალის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ერთ მშვენიერ (ან არცთუ მშვენიერ) დღეს, ყოფილი პარტნიორი (მეუღლე, შეყვარებული) ჩნდება მოულოდნელად ჰორიზონტზე და სურვილს გამოთქვამს, ყველაფერი დაიწყოთ ე.წ. “სუფთა ფურცლიდან”… როგორც ამბობენ, “ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ”, ამიტომ ადამიანების დიდი ნაწილი “ყოფილთან” ურთიერთობის რეანიმირების საკითხს ხშირად სკეპტიკურად უყურებს. თუმცა, ასტროლოგები თვლიან, რომ რიგ შემთხვევაში, მდინარეში შესვლას დიახაც რომ აქვს აზრი… სხვა თუ არაფერი ცურვას მაინც ისწავლით უკეთ…

მაშ ასე, თუკი თქვენი ყოფილი ცეცხლის სტიქიის მამაკაცია – ვერძი, ლომი ან მშვილდოსანი. ყინულის აისბერგად ნუ იქცევით მის წინ. მიეცით შანსი, თუმცა დაუნიშნეთ ე.წ. “გამოსაცდელი ვადა” და დააკვირდით ამ ვადის მანძილზე როგორ მოიქცევა. “ცეცხლებს” მაინცდამაინც დიდი ნებისყოფა არ გააჩნიათ. შესაბამისად, თუკი მისი გრძნობები თქვენ მიმართ გულწრფელია და უკან მარტოოდენ “მოწყენილობის” გამო არ დაგიბრუნდათ, ის აუცილებლად ღირსეულად გაართმევს თავს “საგამოცდო ვადის” პერიოდს.

სტატიის გაგრძელება იხილეთ მეორე გვერდზე

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: