მთავარი ასტროლოგია ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული მამაკაცი იმსახურებს “მეორე შანსს” ქალისგან

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული მამაკაცი იმსახურებს “მეორე შანსს” ქალისგან

by guramus

იმ შემთხვევაში თუ მიწის სტიქიას განეკუთვნება თქვენი ყოფილი – ანუ კურო, ქალწული ან თხის რქაა. ასეთი მამაკაცი საკმაოდ ჯიუტი და პრინციპულია საიმისოდ, რომ თავმოყვარეობას გადააბიჯოს და ძველ სიყვარულს მიუკაკუნოს კარზე. თუ მან ეს მაინც გააკეთა, ე.ი. იმ სიმშვიდეს ეძებს თქვენთან, რომელიც სხვა ქალების კომპანიაში ვერა და ვერ იპოვნა. მიეცით შანსი, თუმცა გახსოვდეთ, რომ თქვენი რომანი “მეორე წრეზე” ისეთივე თავბრუდამხვევი ვერ იქნება როგორც ადრე. სამაგიეროდ, სწორედ ახლა გაქვთ შანსი საიმისოდ, რომ ეს ურთიერთობა თითზე ბეჭდით გაამყაროთ.

თუკი ყოფილი ჰაერის სტიქიას განეკუთვნება – ტყუპი, მერწყული ან სასწორია, მისთვის ძალზე მარტივია ყველაფრი ნულიდან დაწყება. ჰაერებს “გამყოლი გული” და ბოღმიანობა არ ახასიათებთ. თუმცა, სანამ ამ კაცს თქვენს ცხოვრებაში უკან დაბრუნების ბილეთს მისცემთ, კარგად გაანალიზეთ წარსულის შეცდომები მასთან ერთად. გულახდილობა ამ შემთხვევაში ერთადერთი და ნაცადი გასაღებია საიმისოდ, რომ მომავალში, როგორც წყვილმა წარსულის შეცდომები აღარ გაიმეოროთ.

დაბოლოს, თუკი ყოფილი წყლის სტიქიას წარმოადგენს – კირჩხიბი, მორიელი ან თევზებია. თუკი იგი განშორების შემდეგ, მაინც თქვენთან დაბრუნდა, მას ნამდვილად უყვარხართ! მიიღეთ მისი ეს დაბრუნება როგორც საჩუქარი მთელი იმ განცდებისა და ტკივილის გამო, რაც მასთან განშორებამ მოგაყენათ. ნურასოდეს წამოაძახებთ მას ძველ შეცდომებს და საერთოდაც დახურეთ თემა, რომელსაც სახელად “წარსული” ჰქვია. თუკი გინდათ, რომ ამ ადამიანთან ახლებური მომავალი გქონდეთ!

თუ მოგეწონათ სტატია ასევე წაიკითხეთ:

10 სარწმუნო მიზეზი, თუ რატომ უნდა გვიყვარდეს ქალწული (ზოდიაქოს ნიშანი)

რა ბრძნული რჩევის მოცემა შეუძლია ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ქალის შურისძიებას უნდა ერიდოს მამაკაცი

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: