ფენოვანი ცომის მომზადების საიდუმლო

დაეუფლეთ ფენოვანი ცომის მომზადების საიდუმლოს, რათა თქვენი სამზარეულო კიდევ ყფრო მრავალფეროვანი გახადოთ.

ინგრედიენტები:
  • კვერცხი – 1 ცალი
  • არაყი/სპირტი – 1 ს/კ
  • ზეთი – 1 ს/კ
  • მარგარინი – 250 გრ
  • ფქვილი
  • მარილი
  • წყალი
მომზადების წესი:

გათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ წყალი, ცოტა არაყი/სპირტი, მარილი (გემოვნებით), ფქვილი და მოზილეთ ცომი. აიღეთ 250 გრამი მარგარინი და გაყავით სამ ტოლ ნაწილად. აიღეთ ცომი და გააბრტყელეთ, გაბრტყელებულ ცომს წაუსვით მარგარინის 1/3 ნაწილი, გადაკეცეთ ოთხად და შედეთ მაცივარში 20 წუთით. ოცი წუთის შემდეგ გამოიღეთ და გააბრტყელეთ ხელახლა, წაუსვით მარგარინის 1/3 ნაწილი და შედეთ ისევ მაცივარში 20 წუთით, გაიმეორეთ იგივე კიდევ ერთხელ, ოღონდ ამჯერად 30 წუთით გააჩერეთ მაცივარში. ნახევარი საათის გასვლის შემდეგ ცომი მზადაა გამოყენებისთვის.

  კომენტარები