მთავარი საკითხავი ალბერ კამიუს 45 გენიალური გამონათქვამი…

ალბერ კამიუს 45 გენიალური გამონათქვამი…

by guramus
  • ადამიანური დიდება სხვა არაფერია, თუ არა უფლება, გიყვარდეს თავდავიწყებით, უსაზღვროდ.
  • ამქვეყნიური უბედურებებით სავსე პანდორას ყუთიდან ბერძნებმა ყველაზე ბოლოს კაცობრიობის უსაშინლესი მტერი, იმედი ამოუშვეს. იმედი, საყოველთაოდ აღიარებული აზრის საწინააღმდეგოდ, მორჩილებას გულისხმობს, სიცოცხლე კი სულაც არ გახლავთ მორჩილება.
  • არავის უთქვამს, რომ ბედნიერება განუყოფელია ოპტიმიზმისგან.“
  • სამყარო უკეთ რომ შეიცნო, ზოგჯერ მას ზურგი უნდა შეაქციო, ადამიანებს უკეთ რომ ემსახურო, ცოტა ხნით უნდა განმარტოვდე.
  • ძნელია, აუხსნა სხვას, ვინ ხარ. მაგრამ დრო და დრო იმის თქმას მაინც ახერხებ, ვინ არ ხარ.
  • ადამიანს ორი ხასიათი აქვს, საკუთარი და ის, რომელსაც ცოლისგან შეიძენს.
  • ჩამციებიან, გინდა თუ არა, აგვიხსენი, ვინ ხარო. ჯერ არაფერი, ჯერ არავინ.
  • ზღვა მიდის და რჩება… სიყვარულიც ასეთია, ერთგული და წარმავალი. მე ზღვასთან ვქორწინდები.
  • სამყაროში რომ ყველაფერი ცხადი იყოს ჩვენთვის, მაშინ ხელოვნებაც არ იარსებებდა.

 

  • მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არსებობს: თვითმკვლელობა. გადაწყვიტო, ღირს თუ არა ეს ცხოვრება იმად, რომ ბოლომდე გალიო, იგივეა, რაც ძირითად ფილოსოფიურ კითხვას გასცე პასუხი.
  • ისეც ხდება, რომ არსებული დეკორაციები ინგრევა. გაღვიძება, ტრამვაი, ოთხი საათი სამსახურში ან ქარხანაში, ჭამა, ტრამვაი, ოთხი სამუშაო საათი, ჭამა, ძილი და ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს ეს უცვლელი რიტმი მეორდება დროის უმეტეს ნაწილში. მხოლოდ ერთ დღეს გაისმის კითხვა – რატომ? და ყველაფერი ამ გაკვირვებით შეფერადებული დაღლილობით იწყება.
  • დაღლილობა თავს მექანიკური მოქმედებების ბოლოში იჩენს, მაგრამ ის ამავე დროს ბიძგს აძლევს ცნობიერებას. გაგრძელება ან გაუაზრებელი მოქმედებების ჯაჭვში მიბრუნებაა, ან საბოლოო გამოფხიზლება. გამოფხიზლების შემდეგ ვღებულობთ შედეგს: ან თვითმკვლელობა, ან მწყობრში ჩადგომა. თავისთავად, დაღლილობაში არის რაღაც ამაზრზენი. ამ შემთხვევაში კი, უნდა დაასკვნა, რომ ის სასარგებლოა, რადგან ყველაფერი გაცნობიერებით იწყება და მის გარეშე არაფერს აქვს ფასი.
  • არასოდეს ამოივსება უფსკრული, რომელიც არსებობს იმ რწმენას შორის, მე რომ მაქვს ჩემს არსებობაზე და იმ შინაარსს შორის, მას რომ მინდა მივანიჭო.
  • სურვილი პარადოქსების შექმნას ნიშნავს.

სტატიის გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: