მთავარი საკითხავი ალბერ კამიუს 45 გენიალური გამონათქვამი…

ალბერ კამიუს 45 გენიალური გამონათქვამი…

by guramus
  • როცა ყველანი დამნაშავე ვიქნებით, დემოკრატიაც დამყარდება.
  • აქ გაზაფხულის მოსვლას ყვავილების კალათები თუ გაუწყებთ, მოვაჭრეებს რომ მოაქვთ გარეუბნიდან, აქ გააფხული ბაზარში იყიდება.
  • ქალაქის გასაცნობად საჭიროა სცადო გაიგო თუ როგორ შრომობენ აქ, როგორ უყვართ და როგორ კვდებიან.
  • ზოგჯერ ადამიანებს უყვართ ერთმანეთი, მაგრამ დროისა და ფიქრის უქონლობის გამო, არც კი უწყიან რომ უყვართ.
  • სისულელე მუდამ გამძლეა.
  • ადამიანი დიდ უბედურებას ვერ ეთვისება, ამიტომ თავს ირწმუნებს, უბედურება არარეალურია, ეს ცუდი სიზმარია და ქარს გაჰყვებაო, მაგრამ ყოველთვის როდი ქრება, და ამ სიზმრებში ქრებიან ხოლმე ადამიანები, უპირველეს ყოვლისა, ჰუმანისტები.
  • ომგამოვლილსაც კი გვიჭირს თუნდაც ერთი ადამიანის სიკვდილის წარმოდგენა.
  • ადამიანის სიკვდილი მხოლოდ მაშინ გზაფრავს, როდესაც მას უშუალოდ ხედავ.
  • ყველას ასე ემართება: დაქორწინდებიან, ცოტა კიდევ უყვართ ერთმანეთი, შრომობენ, იმდენს შრომობენ, რომ სიყვარული ავიწყდებათ.
  • სიბრალული გღლით, როდესაც ის არაფრის მაქნისია.

 

  • აბსტრაქციას რომ ეომო, რაღაც საერთო უნდა გქონდეს მასთან.
  • კვირა დილას, მაგალითად, ზღვაში ბანაობა სერიოზულ მეტოქეობას უწევს მესას.
  • განაწამებ გულს ყველაზე მეტად ის სწადია, გამუდმებით ფლობდეს საყვარელ არსებას, ან არადა შეძლოს განშორების ხანს უსიზმრო ძილში დანთქას იგი და არ გააღვიძოს, სანამ მათი შეყრის ჟამი არ ჩამორეკს.
  • რადგან სამყაროს წესს სიკვდილი განსაზღვრავს, იქნებ ღმერთისთვისაც სჯობდეს, რომ იგი არ იწამონ, მთელი ძალ-ღონე სიკვდილთან ბრძოლას მოახმარონ და აღარ აღაპყრონ თვალები ზეცისკენ, სადაც იგი დუმს.
  • თქვენი გამარჯვება მუდამ დროებითი იქნება.
  • კაცს ყველაფერში შეუძლია ნახოს ჭკუის სასწავლი რამ. ყველაზე ძნელი გამოცდაც კი სიკეთედ მობრუნდება.
  • ჭირს ყველა თავის თავში დაატარებს იმიტომ, რომ ქვეყნად არავინაა, დიახ, არავინაა მისგან დაზღვეული.
  • – თუ იცით, რა გზას უნდა დაადგეს ადამიანი, სულის სიმშვიდე რომ ჰპოვოს?
    – თანაგრძნობის გზას.
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: