მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ხაჭაპური?

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ხაჭაპური?

by guramus

გაეცანით თუ როგორ მოამზადოთ უგემრიელესი ხაჭაპური ძალიან მარტივად. ამ რეცეპტს თქვენ საგულდაგულოდ გაუფრთხილდებით.

მომზადების წესი:

აირეთ 1 ქილა მაწონი და ჩაყარეთ მასში ერთი ჩაის კოვზი სოდა. დაუმატეთ 150 გრ გამდნარი კარაქი ან მარგარინი და გააჩერეთ ცოტა ხნით. ამ ყველაფერს დაუმატეთ 3 ც კვერცხი და იმდენი ფქვილი, რამდენის შეზელასაც შეძლებთ. ამ ყველაფრის შემდეგ, გააბრტყელეთ ცომი და დადეთ მასზე 700 გრ ყველი.

მოუკარით თავი და დადეთ თუნუქზე, რომელზეც აუცილებლად ფქვილი უნდა იყოს მოყრილი. კარგად გააბრტყელეთ, ჩახვრიტეთ ჩანგლით და სულ ესაა. შეგიძლიათ გამოაცხოთ ღუმელში.